არჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებისთვისაც წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მისაღებია, რადგან მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 27 ივნისი 2026, 21:29

ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებისთვისაც წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მისაღებია, რადგან მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

როგორც მან აღნიშნა, გარე ძალები რეზოლუციებით ცდილობენ ზეწოლის მოხდენას.

„აქამდე ვიცოდით, რომ არსებობდა ერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იურისდიქციას არ ცნობდა და ასეთი იყო ოკუპანტი ქვეყანა, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებმაც დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ იციან საქართველო სად მდებარეობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მათთვის მისაღებია, იმიტომ, რომ მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ.

როდესაც 5 წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს 4-ჯერ რევოლუციური სცენარებით ხელისუფლების შეცვლა და 14 წლის განმავლობაში 10-ჯერ სხვადასხვა ტიპის არჩევნების გზით გარემართველობის დამყარება ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა ცდილობენ, რომ ზეწოლა მოახდინონ იმ 10 რეზოლუციით, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით არის მიღებული“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელის მცდელობა, იზოლაციის პოლიტიკით უპასუხოს საქართველოს, ქვეყანას, რომელიც ევროპის დაკავშირებადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ლევან მაჭავარიანი: ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის. ისევე, როგორც მასწავლებლის ხელფასი, პოლიციელის, ექიმის ხელფასი
არჩილ გორდულაძე ევრობიუროკრატებზე: თურმე ათჯერ საქართველოს მოსახლეობას შეგნებული, სწორი გადაწყვეტილება არ მიუღია არჩევნებში, როდესაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ამარცხებდა და თურმე ევრობიუროკრატიის მოქმედ შემადგენლობას სწორად წარმოუდგენია, რა არის საქართველოს მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია
მაკა ბოჭორიშვილი: შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტი. ის არის ახალი გეოეკონომიკური სივრცე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთს
არქივი