არჩილ გორდულაძე ევრობიუროკრატებზე: თურმე ათჯერ საქართველოს მოსახლეობას შეგნებული, სწორი გადაწყვეტილება არ მიუღია არჩევნებში, როდესაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ამარცხებდა და თურმე ევრობიუროკრატიის მოქმედ შემადგენლობას სწორად წარმოუდგენია, რა არის საქართველოს მომავალი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
94 27 ივნისი 2026, 21:31

თურმე ათჯერ საქართველოს მოსახლეობას შეგნებული, სწორი გადაწყვეტილება არ მიუღია არჩევნებში, როდესაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" ამარცხებდა და თურმე ევრობიუროკრატიის მოქმედ შემადგენლობას სწორად წარმოუდგენია, რა არის საქართველოს მომავალი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

მან ასევე მიმართა ოპონენტებს, რომ ისაუბრონ რეზოლუციებზე და არ გამოვიდნენ მხოლოდ ფსევდო-პატრიოტული განცხადებებით.

„როდესაც „ქართული ოცნება" და ჩვენი მილიონ ორასი ათასზე მეტი მხარდამჭერი სუვერენიტეტზე ვსაუბრობთ, გვახსენდება, როგორც ჯარი და ჯარისკაცი, ისე პოლიციელი, პედაგოგი, ექიმი, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი. როდესაც ვსაუბრობთ სუვერენიტეტის დაცვაზე, დიახ, მათ დაცვაზეა საუბარი. დიახ, საუბარია იმაზე, რომ არავის აქვს უფლება თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და როგორც ნებისმიერ სექტორში მომუშავე ადამიანს, დიასახლისს, პენსიონერს, ბავშვს არ აქვს უფლება მიუთითოს, რომ იცით რა, თქვენ არ იცით რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ და ჩვენ უკეთ ვიცითო. ათჯერ თურმე საქართველოს მოსახლეობას შეგნებული, სწორი გადაწყვეტილება არ მიუღია არჩევნებში, როდესაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" ამარცხებდა და თურმე ევრობიუროკრატიის მოქმედ შემადგენლობას სწორად წარმოუდგენია, რა არის საქართველოს მომავალი. თან რას გვეუბნებიან, რომ ასპროცენტიანი თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. ეს პირდაპირ გულისხმობს სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციისთვის, ჩარტერული რეისებით მოხალისეების გაგზავნას, უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემას. რა არის ეს, თუ არა ერთი მხრივ საქართველოს ეკონომიკის ჩამონგრევა სრულად და რაც მთავარია, საქართველოს გადაქცევა „პროქსი" სახელმწიფოდ და მეორე ფრონტის სახით ომის და უბედურების გაჩაღება. თქვენ ამ საკითხებზე არ საუბრობთ და ამიტომ შემოგაქვთ სხვა საკითხები. ძალიან გთხოვთ, დაუბრუნდით რეზოლუციებს და ამაზე ვისაუბროთ და არა ფსევდო პატრიოტული ლოზუნგების განცხადებით", - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელის მცდელობა, იზოლაციის პოლიტიკით უპასუხოს საქართველოს, ქვეყანას, რომელიც ევროპის დაკავშირებადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ლევან მაჭავარიანი: ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის. ისევე, როგორც მასწავლებლის ხელფასი, პოლიციელის, ექიმის ხელფასი
არჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებისთვისაც წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მისაღებია, რადგან მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია
მაკა ბოჭორიშვილი: შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტი. ის არის ახალი გეოეკონომიკური სივრცე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთს
არქივი