ლევან მაჭავარიანი: ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის. ისევე, როგორც მასწავლებლის ხელფასი, პოლიციელის, ექიმის ხელფასი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 27 ივნისი 2026, 22:07

ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის. ისევე, როგორც მასწავლებლის ხელფასი, პოლიციელის, ექიმის ხელფასი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ოპონენტების პასუხად.

როგორც მაჭავარიანმა ოპონენტებს შეახსენა, რომ არა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დესტრუქციული ქმედებები, ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნებოდა, რაც ხელფასების ზრდაზეც აისახებოდა.

„ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის. ისევე, როგორც მასწავლებლის ხელფასი, პოლიციელის, ექიმის ხელფასი. თუმცა, აქაც ბატონებო რას შეხედეთ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რაც საბასთვის[ბუაძე] სასაცილოა, 9,3% ეკონომიკურ ზრდაზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, როდესაც მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ ყველაფერს ადასტურებს, როდესაც ჩვენი ბიუჯეტი ამის შესაბამისად იზრდება, როდესაც მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამბობს, რომ ამ ეკონომიკური ზრდით ჩვენ პირველები ვართ არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპაში და მინიმუმ, ხუთი წელი ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ. ეს ყველაფერი ბიუჯეტზე ისახება. ბიუჯეტი შემდგომ უკვე ამ პოზიციების ხელფასების ზრდაზე. თუმცა, ბატონებო ნახეთ რას შეგახსენებთ, ის ამდენი დესტრუქცია რომ არ ყოფილიყო, რაშიც თქვენ სამივეს გაქვთ უშუალოდ მონაწილეობა მიღებული ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რამდენი რევოლუციური სცენარიც იყო, რამდენი აქციაც იყო, პეტიციები, ბიზნესი გავაჩეროთ, ქვეყნის როგორი ჯანჯღარიც მიდიოდა, ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარებისთვის ხელოვნურად ხელის შეშლა იყო. ამდენი დესტრუქცია რომ არ მოგეწყოთ საკუთარი სამშობლოსთვის, ეს 9,3% ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი იქნებოდა და თქვენ რა იცით, დღეს რამდენი იქნებოდა ჩვენი ბიუჯეტი. კიდევ როგორ იქნებოდა გაზრდილი ეს ხელფასები“, - მიმართა ლევან მაჭავარიანმა ოპონენტებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელის მცდელობა, იზოლაციის პოლიტიკით უპასუხოს საქართველოს, ქვეყანას, რომელიც ევროპის დაკავშირებადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
არჩილ გორდულაძე ევრობიუროკრატებზე: თურმე ათჯერ საქართველოს მოსახლეობას შეგნებული, სწორი გადაწყვეტილება არ მიუღია არჩევნებში, როდესაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ამარცხებდა და თურმე ევრობიუროკრატიის მოქმედ შემადგენლობას სწორად წარმოუდგენია, რა არის საქართველოს მომავალი
არჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებისთვისაც წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მისაღებია, რადგან მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია
მაკა ბოჭორიშვილი: შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტი. ის არის ახალი გეოეკონომიკური სივრცე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთს
არქივი