შიო მესამე – ვულოცავთ ნონა გაფრინდაშვილს საიუბილეო თარიღს, მისი ღვაწლი ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება, შრომის, ნიჭის და ერთგულების წყალობით, მთელი ერის სიყვარული დაიმსახურო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 28 ივნისი 2026, 00:01

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ნონა გაფრინდაშვილს 85 წლის იუბილეს ულოცავს.

როგორც პატრიარქის მილოცვაშია აღნიშნული, ნონა გაფრინდაშვილის სახელი დიდი ხანია, გასცდა სპორტის ფარგლებს და საქართველოს ღირსების, ნიჭის, ინტელექტისა და შეუპოვრობის სიმბოლოს წარმოადგენს.

„არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ერის ისტორიაში ეპოქალური პიროვნების სახელს იმკვიდრებენ. სწორედ ასეთი გამორჩეული და საამაყო ადამიანი გახლავთ ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი. მისი სახელი დიდი ხანია, გასცდა სპორტის ფარგლებს და ჩვენი ქვეყნის ღირსების, ნიჭის, ინტელექტისა და შეუპოვრობის სიმბოლოს წარმოადგენს. ქალბატონმა ნონამ არა მარტო ასახელა სამშობლო მსოფლიო ასპარეზზე, არამედ მრავალი თაობისთვის თავდაუზოგავი შრომის, ქვეყნის ერთგულებისა და სიყვარულის მაგალითად იქცა. მისი ღირსეული გამარჯვებები ხომ საქართველოს სახელთან სამუდამო და განუყოფლად არის დაკავშირებული.

გულითადად ვულოცავთ მას ამ საიუბილეო თარიღს და მადლობას ვუხდით მისი ღვაწლისთვის, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შრომის, ნიჭისა და ერთგულების წყალობით ადამიანმა მთელი ერის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახუროს.

უფალმა დალოცოს ქალბატონი ნონა და მისი ოჯახი, მომადლოს ჯანმრთელობა, მშვიდობა, სულიერი სიმხნევე და მრავალჟამიერი სიცოცხლე!“ – ნათქვამია მილოცვაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვენესუელაში მაშველებმა ნანგრევებიდან ჩვილი ცოცხალი ამოიყვანეს - მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1400-ს გადააჭარბა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
მაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელის მცდელობა, იზოლაციის პოლიტიკით უპასუხოს საქართველოს, ქვეყანას, რომელიც ევროპის დაკავშირებადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ლევან მაჭავარიანი: ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის. ისევე, როგორც მასწავლებლის ხელფასი, პოლიციელის, ექიმის ხელფასი
არქივი