ზაალ ანჯაფარიძე ბუდაპეშტში პრაიდის ჩატარებაზე: ურსულა ფონ დერ ლაიენმა - LGBT მთავარმა ლობისტმა, საგანგებოდ დალოცა ეს მოვლენა, რაც ალბათ მორიგ ევროტრანშს გაუხსნის უნგრეთს. რას იზამ, ფულის გამო რას არ გაყიდი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 28 ივნისი 2026, 18:29

ხელისუფლებიდან ორბანის წასვლა, როგორც მოსალოდნელი იყო ევროპასთან მისი უძღები შვილის უნგრეთის დაბრუნებით აღინიშნა და რა უნდა ყოფილიყო ამის ყველაზე დამაჯერებელი მარკერი? რა თქმა უნდა, პირველი აქამდე აკრძალული LGBT პიაიდის გამართვა ბუდაპეშტის ცენტრში, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა - „LGBT მთავარმა ლობისტმა” საგანგებოდ დალოცა ეს მოვლენა, რაც ალბათ, მორიგ ევროტრანშს გაუხსნის უნგრეთს.

„ხელისუფლებიდან ორბანის წასვლა, როგორც მოსალოდნელი იყო ევროპასთან მისი უძღები შვილის უნგრეთის დაბრუნებით აღინიშნა და რა უნდა ყოფილიყო ამის ყველაზე დამაჯერებელი მარკერი? რა თქმა უნდა პირველი აქამდე აკრძალული LGBT პრაიდის გამართვა ბუდაპეშტის ცენტრში.

ასე აღნიშნა უნგრეთმა ევროპულ ოჯახში დაბრუნება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა - LGBT მთავარმა ლობისტმა საგანგებოდ დალოცა ეს მოვლენა, რაც ალბათ მორიგ ევროტრანშს გაუხსნის უნგრეთს. რას იზამ, ფულის გამო რას არ გაყიდი.

პროვოკაციულ კითხვას დავსვამ: საქართველოს დაბრუნება ევროპულ ოჯახში და მისი ცივილიზაციური არჩევანის დადასტურებაც ხომ არ გადის რუსთაველზე ასეთივე LGBT პრაიდის გამართვაზე?! იფიქრეთ ხალხნო“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცოტნე ანანიძე: ვიქტორ ყიფიანმა პარტია „ჯერ საქართველო“ დააფუძნა - საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვისი ნების შემსრულებლებლები
დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო - ევროპელი ჩინოვნიკებისგან მოწონების შეფასება მიეღო
დავით ჩიხელიძე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე: სამწუხაროდ, ევროპული სტრუქტურები სიტყვით გვარწმუნებენ, რომ ლგბტ თემი და ევროკავშირში ინტეგრაცია ერთმანეთთან კავშირში არ არის, თუმცა საქმითა საპირისპიროს გვიმტკიცებენ
ირაკლი კობახიძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია
არქივი