მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
84 29 ივნისი 2026, 17:00

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობას ისტორიული კავშირები, საერთო ინტერესები და ურთიერთპატივისცემა განამტკიცებს.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას, შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებას, ენერგეტიკული და სატრანზიტო პროექტების განვითარებას, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგს.

პრეზიდენტმა ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის. მიხეილ ყაველაშვილმა ვესელინ ვალკანოვს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნატოში აშშ-ის ელჩი: აშშ-მა უკრაინისთვის ნატოს მიერ განხორციელებული შეიარაღების შესყიდვებიდან 6 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო
დავით ქართველიშვილი: კოლექტიური „ურსულა/კალასები” ქართულ მომაკვდავ რადიკალებს მორიგ გზავნილს უგზავნიან - სანამ თქვენ არ იქნებით ქვეყნის სათავეში, ჩვენს რუკებზე საქართველო არ გაჩნდება
ზაქარია წიკლაური: ევრობიუროკრატებს ვურჩევ, წაიკითხონ საქართველოს ისტორია - ქართულ ეკლესიას უდიდესი ღვაწლი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის იდენტობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებაში. შესაბამისად, ქართული ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციები შედეგს ვერ მოიტანს
ზაქარია წიკლაური: პეტერ ფიშერი იყო ელჩი, რომელიც არღვევდა როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს - თავად იყო პოლარიზაციის ინიციატორიც და აქტორიც
პეტერ მადიარი: უნგრეთი არ დაუჭერს მხარს ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ საზღვრის კვეთის შეზღუდვებს გასაწვევი ასაკის მქონე უკრაინელი მამაკაცებისთვის
არქივი