ირაკლი კობახიძე – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ყაზახეთთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა, დარწმუნებული ვარ, ეს შექმნის ახალ შესაძლებლობებს თანამშრომლობის გასაფართოებლად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
101 29 ივნისი 2026, 17:59

მსურს, გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენი ლიდერობის მიმართ, რომელმაც ხელი შეუწყო ყაზახეთის უწყვეტ პროგრესს და გააძლიერა მისი, როგორც რეგიონში მნიშვნელოვანი და პატივსაცემი პარტნიორის პოზიცია, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს გაფართოებულ ფორმატში შეხვედრისას.

კობახიძის თქმით, დარწმუნებულია, რომ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ლიდერობის პირობებში განხორციელებული რეფორმები კიდევ უფრო გააძლიერებს ყაზახეთის განვითარებას და ინსტიტუციურ მდგრადობას.

„მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოგილოცოთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელება და რეფერენდუმის ჩატარება. დარწმუნებული ვარ, თქვენი ლიდერობის პირობებში განხორციელებული რეფორმები კიდევ უფრო გააძლიერებს ყაზახეთის განვითარებას და ინსტიტუციურ მდგრადობას.

სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის თანამშრომლობის გასაფართოებლად ჩვენს ქვეყნებს შორის არაერთი მიმართულებით. მოხარული ვიქნებით, გიმასპინძლოთ საქართველოში. მადლობას გიხდით ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობას და მოუთმენლად ველოდებით მისი შემდეგი სხდომის გამართვას საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ის დამატებით მუხტს შესძენს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპი: უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა დაბადებით მოქალაქეობის უფლება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია - თუმცა ჩვენ შეგვიძლია ეს მარტივად გამოვასწოროთ კონგრესში შესაბამისი კანონმდებლობით
Reuters: გერმანია ითხოვს ევროკომისიის მიერ 2028-2034 წლებისთვის შეთავაზებული 2 ტრილიონი ევროს ბიუჯეტის 400 მილიარდი ევროთი შემცირებას
ნატოში აშშ-ის ელჩი: აშშ-მა უკრაინისთვის ნატოს მიერ განხორციელებული შეიარაღების შესყიდვებიდან 6 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო
დავით ქართველიშვილი: კოლექტიური „ურსულა/კალასები” ქართულ მომაკვდავ რადიკალებს მორიგ გზავნილს უგზავნიან - სანამ თქვენ არ იქნებით ქვეყნის სათავეში, ჩვენს რუკებზე საქართველო არ გაჩნდება
ზაქარია წიკლაური: ევრობიუროკრატებს ვურჩევ, წაიკითხონ საქართველოს ისტორია - ქართულ ეკლესიას უდიდესი ღვაწლი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის იდენტობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებაში. შესაბამისად, ქართული ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციები შედეგს ვერ მოიტანს
არქივი