თეთრი სახლის პრესმდივანი: კონგრესში შუალედური არჩევნები კომუნიზმსა და საღ აზრს შორის არჩევანია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 29 ივნისი 2026, 21:10

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა კონგრესში შუალედური არჩევნები დაახასიათა, როგორც არჩევანი „კომუნიზმსა და საღ აზრს შორის“, რაც მოჰყვა „დემოკრატიული“ პარტიის პრაიმერიზში პროგრესული კანდიდატების მიერ მოპოვებულ გამარჯვებათა სერიას.

„ვიცი, რომ პრეზიდენტი და უამრავი ამერიკელი უკიდურესად შეშფოთებულნი არიან იმით, თუ რამდენად შორს წავიდა „დემოკრატიული“ პარტია მემარცხენე იდეოლოგიისკენ“, - განაცხადა ლევიტმა Fox & Friends-თან ინტერვიუში.

„ეს აღარ არის თქვენი ბაბუების დროინდელი „დემოკრატიული“ პარტია“, - განაგრძო მან. „ესენი კომუნისტები არიან. პრეზიდენტი ცდილობს მათ ასეც უწოდოს. მათ სურთ გააუქმონ კერძო საპატიმროები, სურთ პოლიციის გაუქმება, სურთ კერძო საკუთრების გაუქმება. ეს არის რადიკალური, მარქსისტული იდეები, რომლებიც მსოფლიო ისტორიაში არსად გამართლებულა“.

„ვფიქრობ, ეს არის არჩევანი კომუნიზმსა და საღ აზრს შორის. პრეზიდენტი სწორედ ასე უყურებს ამ საკითხს“, - განაცხადა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცოტნე ივანიშვილი: საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ ქართული ადათ-წესების, ტრადიციებისა და ღირსების შენარჩუნებით და არა მათი დათმობის ხარჯზე
გიორგი პატარიძე: კლინიკა „ვივამედში“, ქალბატონი მაკას და ქალბატონი ანას მეთვალყურეობით, მსჯავრდებული ხოშტარია შესაბამის დამატებით კვლევებს გაივლის
ცოტნე ივანიშვილი: კომუნიკაციის, დიალოგის, განსხვავებულ აზრთა გაცვლის დიდი ნაკლებობა არსებობდა საქართველოში და მიხარია, ნელ-ნელა ამ მიმართულებით რომ მიდის მუშაობა და გარკვეული პროგრესიც არის ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრების ხარჯზე
მაკა ბოჭორიშვილი: სტრატეგიული პარტნიორობა ვერ იქნება მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტი. მას უნდა ჰქონდეს შინაარსი და სწორედ ამ შინაარსზე გვქონდა საუბარი, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობები
ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
არქივი