ცოტნე ივანიშვილი: საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ ქართული ადათ-წესების, ტრადიციებისა და ღირსების შენარჩუნებით და არა მათი დათმობის ხარჯზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 29 ივნისი 2026, 22:16

საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, იმ ღირებულებებისკენ, რასაც შეგვიძლია, ევროპის დეფინიციაც მივაბათ, - განაცხადა „ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დასკვნითი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, იმ ღირებულებებისკენ, რასაც შეგვიძლია, ევროპის დეფინიციაც მივაბათ, ქრისტიანული მორალი, ადამიანის უფლებები და ა.შ. ამას უნდა ვაკეთებდეთ ქართული ადათ-წესების, ტრადიციებისა და ღირსების შენარჩუნებით და არა – მათ ხარჯზე. ჩემი პოზიციაა, რომ არ უნდა მოხდეს ევროპისკენ სვლა ჩვენი ღირებულებების ხარჯზე, არამედ იმ ღირებულებებით, რომელზეც ევროკავშირი დგას და აშენდა“, - აღნიშნა ცოტნე ივანიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ელენე ხოშტარიას ექიმი - „ვივამედში“ ჩატარდება ყველა საჭირო კვლევა - თანხმობა მოგვცეს, რომ უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანის მხრივაც შეზღუდული არ ვიქნებით
ცოტნე ივანიშვილი: საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფები იყო მიყენებული გახარიას პარტიის წევრებისგან, სიტყვების გარჩევას ხომ არ დავიწყებთ?! კადრებშიც გამოჩნდა არაერთი შეურაცხყოფა - ეს ყველაფერი, ძალიან სამწუხარო იყო და ცუდია საქართველოსთვის
ცოტნე ივანიშვილი: არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის - აკადემიური მიმართულებით ფილოსოფიას და ხელოვნების ისტორიას ვიკვლევ. ეს არის ორი სფერო, რომელიც ძალიან მაინტერესებს
ცოტნე ივანიშვილი: მოქალაქე ქირაობს პოლიტიკურ გუნდს, რათა მისი ინტერესი წარმოადგინოს, სამწუხაროდ, საქართველოში არიან ძალები, ვინც სხვის მიერ არის ნაქირავები
გიორგი პატარიძე: კლინიკა „ვივამედში“, ქალბატონი მაკას და ქალბატონი ანას მეთვალყურეობით, მსჯავრდებული ხოშტარია შესაბამის დამატებით კვლევებს გაივლის
არქივი