ცოტნე ივანიშვილი: არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის - აკადემიური მიმართულებით ფილოსოფიას და ხელოვნების ისტორიას ვიკვლევ. ეს არის ორი სფერო, რომელიც ძალიან მაინტერესებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
81 29 ივნისი 2026, 22:20

ბევრჯერ დაისვა ეს საკითხი და გადაჭრით ვიტყვი, რომ არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის - განაცხადა „ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დასკვნითი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, ის დაინტერესებულია ფილოსოფიისა და ხელოვნების ისტორიის კვლევით, ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრებს, სტუმრის რანგში ესწრება, რამდენადაც გულშემატკივრობს მსგავსი ტიპის ინიციატივებს.

„არასდროს არ მისაუბრია იმასთან დაკავშირებით, თუ ვთქვათ რა მიმართულებით ვსწავლობ აკადემიურად იქნება ეს, თუ რას ვაკეთებ, თუმცა საკმაოდ ბევრი წელი არის, ჩრდილში, არ ვასაჯაროებ ნამუშევრებს, მაგრამ ვხატავ ძალიან ბევრს, აკადემიური მიმართულებით ფილოსოფიას და ხელოვნების ისტორიას ვიკვლევ. ეს არის ორი სფერო, რომელიც მე პირადად ძალიან მაინტერესებს. ამის იქით თავისთავად ვგულშემატკივრობ მსგავსი ტიპის ინიციატივებს ჩვენი ახალგაზრდებისგან, ახალგაზრდული ორგანიზაციებისგან. ამიტომ თავისთავად უბრალოდ როგორც სტუმრის სტატუსი ვესწრები ამ შეხვედრებს, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვის არანაირი ინტერესი არ მაქვს. რა მიმართულებითაც გითხარით ვცდილობ მაქსიმალურად ბევრი ვიშრომო, თუმცა არ ვასაჯაროებ არაფერს ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ეს იქნება ტექნიკურად თუ კონცეპტუალურად, მინდა უკეთ განვავითარო,“- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ელენე ხოშტარიას ექიმი - „ვივამედში“ ჩატარდება ყველა საჭირო კვლევა - თანხმობა მოგვცეს, რომ უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანის მხრივაც შეზღუდული არ ვიქნებით
ცოტნე ივანიშვილი: საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფები იყო მიყენებული გახარიას პარტიის წევრებისგან, სიტყვების გარჩევას ხომ არ დავიწყებთ?! კადრებშიც გამოჩნდა არაერთი შეურაცხყოფა - ეს ყველაფერი, ძალიან სამწუხარო იყო და ცუდია საქართველოსთვის
ცოტნე ივანიშვილი: მოქალაქე ქირაობს პოლიტიკურ გუნდს, რათა მისი ინტერესი წარმოადგინოს, სამწუხაროდ, საქართველოში არიან ძალები, ვინც სხვის მიერ არის ნაქირავები
ცოტნე ივანიშვილი: საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ ქართული ადათ-წესების, ტრადიციებისა და ღირსების შენარჩუნებით და არა მათი დათმობის ხარჯზე
გიორგი პატარიძე: კლინიკა „ვივამედში“, ქალბატონი მაკას და ქალბატონი ანას მეთვალყურეობით, მსჯავრდებული ხოშტარია შესაბამის დამატებით კვლევებს გაივლის
არქივი