ცოტნე ივანიშვილი: საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფები იყო მიყენებული გახარიას პარტიის წევრებისგან, სიტყვების გარჩევას ხომ არ დავიწყებთ?! კადრებშიც გამოჩნდა არაერთი შეურაცხყოფა - ეს ყველაფერი, ძალიან სამწუხარო იყო და ცუდია საქართველოსთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 29 ივნისი 2026, 22:22

პროვოკაცია იყო ვერბალურიც და ფიზიკურიც მათი მხრიდან, ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით, რა სიძლიერით - ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პროვოკაცია მოდიოდა გიორგი გახარიას პარტიის წვერებისგან, - ასე უპასუხა ცოტნე ივანიშვილმა შეკითხვას პარლამენტში მოხმდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, კადრებში ნათლად გამოჩნდა, გახარიას პარტიის წევრების მიერ მიყენებული არაერთი ვერბალური შეურაცხყოფა, თუმცა, სამწუხარო და ქვეყნისთვის ცუდი უწოდა ფიზკური დაპირისპირების ფაქტს. ცოტნე ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ არაერთი ქვეყნის პარლამენტში ხდება მსგავსი სახის კონფლიქტი.

„კადრები თუ ნახეთ, ნახავდით, რომ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფები იყო მიყენებული, სიტყვების გარჩევას ხომ არ დავიწყებთ?! კადრებშიც გამოჩნდა არაერთი შეურაცხყოფა და ნათლად გამოჩნდა, რომ ვერბალურიც იყო. როგორც უკვე ვთქვი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან უშნო საყურებელი იყო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იყო და ძალიან ცუდია ეს ყველაფერი საქართველოსთვის. სხვათა შორის, თუ გადახედავთ, ძალიან ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანაშიც, იაპონიაშიც, კორეაშიც, ა.შ. - საკმაოდ ხშირია ასეთი სახის კონფლიქტები, რაც აგრეთვე ძალიან უშნოა, რა თქმა უნდა. ცოტა სასაცილოა გამოძიებასთან დაკავშირებით ამდენად ყურადღების გამახვილება, იმ ფონზე, რომ, როგორც გითხარით, სამწუხაროდ, ასეთი რაღაცები ძალიან ხშირი არის," - აღნიშნა ცოტნე ივანიშვილმა. ოპოზიციური არხის ჟურნალისტის შეფასებით, ამ განცხადებით, ივანიშვილი "მწვანეს უნთებს პარლამენტში მოქმედ თანამდებობის პირზე ძალადობას."

ჟურნალისტის შეფასების საპასუხოდ, ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა: "არსებობს ფილოსოფიურ ლოგიკაში ე.წ. ჩალის კაცის არგუმენტი, როდესაც მოსაუბრის თეზისს ამახინჯებ, იმისთვის, რომ დამახინჯებულ თეზისს შეუტიო. მე როდის ვთქვი რომ ჩვეულებრივი ამბავია? მე ვთქვი ის, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი, ძალიან სამწუხარო და ცუდი დასანახი".

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი: რაც უფრო სწორ პოლიტიკას ატარებს საქართველო, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, მით უფრო ძლიერდება და მეტი შესაძლებლობა უჩნდება, გაუძლოს უცხოეთიდან მომდინარე პოლიტიკურ ზეწოლას
ელენე ხოშტარიას ექიმი - „ვივამედში“ ჩატარდება ყველა საჭირო კვლევა - თანხმობა მოგვცეს, რომ უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანის მხრივაც შეზღუდული არ ვიქნებით
ცოტნე ივანიშვილი: არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის - აკადემიური მიმართულებით ფილოსოფიას და ხელოვნების ისტორიას ვიკვლევ. ეს არის ორი სფერო, რომელიც ძალიან მაინტერესებს
ცოტნე ივანიშვილი: მოქალაქე ქირაობს პოლიტიკურ გუნდს, რათა მისი ინტერესი წარმოადგინოს, სამწუხაროდ, საქართველოში არიან ძალები, ვინც სხვის მიერ არის ნაქირავები
ცოტნე ივანიშვილი: საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ ქართული ადათ-წესების, ტრადიციებისა და ღირსების შენარჩუნებით და არა მათი დათმობის ხარჯზე
არქივი