ელენე ხოშტარიას ექიმი - „ვივამედში“ ჩატარდება ყველა საჭირო კვლევა - თანხმობა მოგვცეს, რომ უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანის მხრივაც შეზღუდული არ ვიქნებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 29 ივნისი 2026, 22:42

ელენე ხოშტარიას ექიმის, მაკა იოსელიანის განცხადებით, ელენე ხოშტარიას “ვივამედის” კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც ჩატარდება ყველა იმ სპეციალისტის კონსულტაცია, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან.

როგორც მაკა იოსელიანმა აღნიშნა, მკურნალობა დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარდება სრული კვლევა.

ექიმი არ გამორიცხავს, რომ მკურნალობის პროცესში მოხდეს უცხოელი სპეციალისტების ჩართვაც.

“მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, პაციენტი ელენე ხოშტარია გადაყვანილი იქნება “ვივამედში”. ჩატარდება ყველა საჭირო კვლევა, ჩატარდება ყველა იმ სპეციალისტის კონსულტაცია, რომელსაც ჩავთვლით საჭიროდ და მხოლოდ და მხოლოდ იმის შემდეგ, როცა საბოლოოდ გამოირიცხება ინფექცია, დაისმება დიაგნოზი, საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად დაიწყება მკურნალობა. მომცეს თანხმობა, თუკი გადაწყვეტილება მიიღება ექიმების მიერ, დაწყებული იქნას ბიოლოგიური დაავადების მამოდიფიცირებელი პრეპარატები, ოღონდ ეს გაკეთდება მხოლოდ სრული კვლევის შემდეგ, ეს თერაპიაც დაიწყება “ვივამედის” კედლებში, ჩატარდება რამდენიმე ინექცია და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება პაციენტის გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თანხმობა მოგვცეს, რომ უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანის მხრივაც შეზღუდული არ ვიქნებით არავითარ შემთხვევაში”, - განაცხადა მაკა იოსელიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი: რაც უფრო სწორ პოლიტიკას ატარებს საქართველო, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, მით უფრო ძლიერდება და მეტი შესაძლებლობა უჩნდება, გაუძლოს უცხოეთიდან მომდინარე პოლიტიკურ ზეწოლას
ცოტნე ივანიშვილი: საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფები იყო მიყენებული გახარიას პარტიის წევრებისგან, სიტყვების გარჩევას ხომ არ დავიწყებთ?! კადრებშიც გამოჩნდა არაერთი შეურაცხყოფა - ეს ყველაფერი, ძალიან სამწუხარო იყო და ცუდია საქართველოსთვის
ცოტნე ივანიშვილი: არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის - აკადემიური მიმართულებით ფილოსოფიას და ხელოვნების ისტორიას ვიკვლევ. ეს არის ორი სფერო, რომელიც ძალიან მაინტერესებს
ცოტნე ივანიშვილი: მოქალაქე ქირაობს პოლიტიკურ გუნდს, რათა მისი ინტერესი წარმოადგინოს, სამწუხაროდ, საქართველოში არიან ძალები, ვინც სხვის მიერ არის ნაქირავები
ცოტნე ივანიშვილი: საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ ქართული ადათ-წესების, ტრადიციებისა და ღირსების შენარჩუნებით და არა მათი დათმობის ხარჯზე
არქივი