ბრაზილიის ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 29 ივნისი 2026, 22:44

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებმა იაპონიის გუნდს სძლია. ჰიუსტონში გამართული 1/16 ფინალური შეხვედრა ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩის პირველ ნახევარში უპირატესობას იაპონელები ფლობდნენ, რომლებმაც ანგარიში 29-ე წუთზე კაისუ სანოს გოლით გახსნეს. ბრაზილიელებმა თამაშის ბედის შემოტრიალება მეორე ტაიმში შეძლეს. 56-ე წუთზე წონასწორობა კაზემირომ აღადგინა, ხოლო შეხვედრის ბოლო წამებზე, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე, გაბრიელ მარტინელიმ გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლა გაუნაღდა.

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში, რომელიც 5 ივლისს ნიუ-იორკში გაიმართება, ბრაზილიის ნაკრები ნორვეგიისა და კოტ-დ'ივუარის დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი