კახა კალაძე: პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
85 30 ივნისი 2026, 17:06

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა თავისი ქმედებებითა და განცხადებებით ქართულ საზოგადოებას დაანახა მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი. როგორც კალაძემ მედიასთან აღნიშნა, ელჩობის პერიოდში მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაეფუჭებინა.

„ფიშერი არის „კარგი“ მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი. მან თავისი ქმედებებით და განცხადებებით დაამტკიცა ეს და აჩვენა ქართულ საზოგადოებას. ყველაფერი გააკეთა დიპლომატიური ჩარჩოების საპირისპიროდ. მისი განცხადებები, შეფასებები, ექსტრემისტული, ძალადობრივი დაჯგუფებების წახალისება და ხელშეწყობა, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა და არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი.

მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არსებული ურთიერთობები, რაც იყო ჩვენს სახელმწიფოებს შორის, არათუ რაიმე პოზიტიური შეეტანა, არამედ ცდილობდა ყველაფერი გაეფუჭებინა“, - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს ფიშერის მიერ საქართველოში დიპლომატიური მისიის დასრულების ნიშნად გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით.

კახა კალაძის თქმით, პეტერ ფიშერი არის წარმომადგენელი იმ გარე ძალებისა, რომლებიც საქართველოში აგენტურის ხელით მოქმედებენ.

„როდესაც ვსაუბრობთ აგენტურაზე, ქვეყნის შიგნით გვყავს კონკრეტული ადამიანები, შეიძლება იყვნენ დაჯგუფებები, კონკრეტული პოლიტიკური პარტია შეიძლება შექმნან, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ისინი არიან აგენტები და იმართებიან გარედან.

როდესაც ვსაუბრობდით გლობალური ომის პარტიაზე, „დიფ სთეითზე“, არავის სჯეროდა, გახსოვთ, როგორ ქილიკობდნენ, მაგრამ როდესაც აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ღიად ისაუბრა ამ ყველაფრის შესახებ, მაშინ მიხვდნენ, რომ არ ვცდებოდით.

რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული ელჩი არის წარმომადგენელი იმ გარე ძალებისა, რომლებიც ქვეყანაში, აგენტურის ხელით, ცდილობდნენ მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალებები, დაპირისპირება, შეექმნათ ექსტრემისტული და ძალადობრივი ჯგუფები და მოეხდინათ რევოლუციები“, - განაცხადა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნატოში აშშ-ის ელჩი: აშშ-მა უკრაინისთვის ნატოს მიერ განხორციელებული შეიარაღების შესყიდვებიდან 6 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო
დავით ქართველიშვილი: კოლექტიური „ურსულა/კალასები” ქართულ მომაკვდავ რადიკალებს მორიგ გზავნილს უგზავნიან - სანამ თქვენ არ იქნებით ქვეყნის სათავეში, ჩვენს რუკებზე საქართველო არ გაჩნდება
ზაქარია წიკლაური: ევრობიუროკრატებს ვურჩევ, წაიკითხონ საქართველოს ისტორია - ქართულ ეკლესიას უდიდესი ღვაწლი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის იდენტობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებაში. შესაბამისად, ქართული ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციები შედეგს ვერ მოიტანს
ზაქარია წიკლაური: პეტერ ფიშერი იყო ელჩი, რომელიც არღვევდა როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს - თავად იყო პოლარიზაციის ინიციატორიც და აქტორიც
პეტერ მადიარი: უნგრეთი არ დაუჭერს მხარს ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ საზღვრის კვეთის შეზღუდვებს გასაწვევი ასაკის მქონე უკრაინელი მამაკაცებისთვის
არქივი