„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი გერმანია-რუსეთის ურთიერთობების აღდგენას და რუსული ენერგომატარებლების დაბრუნებას ემხრობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 30 ივნისი 2026, 19:36

გერმანიამ უნდა შეწყვიტოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბოიკოტი, რათა ეკონომიკური ზრდა აღადგინოს, - განაცხადა გერმანიის ყველაზე მაღალრეიტინგული პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერმა ალის ვაიდელმა Reuters-თან ინტერვიუს დროს.

ვაიდელის თქმით, პარტიას მომდევნო თვეებში დაგეგმილ ორ მნიშვნელოვან რეგიონულ არჩევნებში გამარჯვების იმედი აქვს, რაც, მისი შეფასებით, 2029 წლამდე დაგეგმილ ფედერალურ არჩევნებზე ხელისუფლებაში მოსვლისა და კანცლერის პოსტის დაკავებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

„რუსეთიდან იაფი ენერგორესურსები იყო „დამზადებულია გერმანიაში“ ბრენდის წარმატების საიდუმლო. ეს უნდა დავიბრუნოთ. ამ ენერგორესურსების დაკარგვამ გერმანია წლებით უკან დახია. ასობით ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა, ხოლო ქვეყანა აშშ-ზე გახდა დამოკიდებული, რომელიც ენერგორესურსებს გაცილებით მაღალ ფასად გვაწვდის“, - განაცხადა ვაიდელმა.

როგორც Reuters-ი წერს, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესებულ სანქციებამდე, რუსეთი გერმანიის ნედლი ნავთობის იმპორტის მესამედზე მეტს, ხოლო ბუნებრივი აირის იმპორტის ნახევარზე მეტს უზრუნველყოფდა.

გერმანიის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენა ასევე იქონია „ჩრდილოეთ ნაკადების“ მილსადენის მწყობრიდან გამოსვლამ. მილსადენი 2022 წლის სექტემბერში აფეთქებების შედეგად დაზიანდა, რის შემდეგაც გერმანია ენერგეტიკული კრიზისის შედეგებთან გამკლავებას ცდილობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
მაკა ბოჭორიშვილი: ხშირად ვხვდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც არ ფიქრობენ ისე და არ იზიარებენ იმ პოზიციებს, რაც ჩვენ ბრიუსელის ინსტიტუტებიდან გვესმის
ელენე ხოშტარია კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს
ზელენსკი: რუსეთი ამაღამ მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას ამზადებს
ალან პერსელი: მჯერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგად უგებენ ერთმანეთს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენი საერთო სწრაფვაა. შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
არქივი