ზაქარია წიკლაური: ევრობიუროკრატებს ვურჩევ, წაიკითხონ საქართველოს ისტორია - ქართულ ეკლესიას უდიდესი ღვაწლი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის იდენტობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებაში. შესაბამისად, ქართული ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციები შედეგს ვერ მოიტანს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 30 ივნისი 2026, 19:55
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ჯერ კიდევ წარმოადგენს გავლენიან ინსტიტუტს ქართულ საზოგადოებაში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებრივი დისკურსის ჩამოყალიბებაში. გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსეთის მიერ რელიგიური ქსელების, როგორც დეზინფორმაციისა და გავლენის გავრცელების არხების გამოყენების შესახებ მთელ საქართველოში, პროევროპული ორიენტაციისა და დემოკრატიული მდგრადობის შელახვის მიზნით.“

 ზაქარია წიკლაური ევრობიუროკრატებს ურჩევს, წაიკითხონ საქართველოს ისტორია, სადაც, მისი თქმით, ნახავენ, რა ღვაწლი აქვს ქართულ ეკლესიას ქვეყნის იდენტობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებაში.

 „ბოლო წლების განმავლობაში ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის მხრიდან არაერთი რეზოლუციის მომსწრენი გავხდით, სადაც ძირითადად აქცენტი კეთდებოდა პოლარიზაციის დასრულებაზე, სხვადასხვა კრიტერიუმის შესრულებასა თუ შეუსრულებლობაზე და მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური დევნილის, გათავისუფლებაზე. ევრობიუროკრატები წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ ქვეყანაში არსებულ რეალობას და ნახეს, რომ მოსახლეობაში ნდობის ყველაზე მაღალი ხარისხით ქვეყნის მთავარი ინსტიტუტი - საქართველოს დედა ეკლესია სარგებლობს. 

დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეკლესიის მაღალი რეიტინგი მათთვის მხოლოდ ციფრები იყო, თუმცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებამ და სამგლოვიარო დღეებში მილიონობით ადამიანის მიერ, 24 საათის განმავლობაში, კილომეტრიან რიგებში დგომამ, რათა პატივი მიეგოთ გარდაცვლილი პატრიარქისთვის, აჩვენა, რომ ხალხის მხრიდან უდიდესი ნდობა და პატივისცემა სწორედ დედა ეკლესიას აქვს. ამის შემდეგ მიხვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მნიშვნელობა დაკარგა და დაიწყეს შეტევა საქართველოს ყველაზე მთავარი ინსტიტუტის წინააღმდეგ. ეკლესიაზე შეტევა პერიოდულად მანამდეც მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა პირველად გაჩნდა რეზოლუციაში ჩანაწერი ქართულ ეკლესიაზე, რომელსაც რუსული გავლენის ქვეშ მყოფი ეკლესია უწოდეს. 

გამოჩნდა, რომ წლების განმავლობაში საქართველოში არსებულ აგენტურას აძლევდნენ დავალებას, მოეხდინა ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია, რაც ვერ შეძლეს. ამიტომ ახლა თავად გადაწყვიტეს რეზოლუციაში ჩაეწერათ ქართული ეკლესიის საწინააღმდეგო ჩანაწერი და პირველებს ეთქვათ, რომ თურმე ქართული ეკლესია რუსული გავლენის ქვეშ არის. ევრობიუროკრატებს ვურჩევ, წაიკითხონ საქართველოს ისტორია. იქ ნახავენ, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ეკლესია საქართველოს მოქალაქეებისთვის. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის იდენტობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებაში ქართულ ეკლესიას უდიდესი ღვაწლი აქვს შეტანილი. შესაბამისად, ქართული ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციები და ევროსტრუქტურების პირველი პირების განცხადებები შედეგის მომტანი ვერ იქნება, გარდა იმ შედეგისა, რაც უკვე დადგა გასულ არჩევნებზე - მმართველი გუნდის გაზრდილი ლეგიტიმაცია. სწორედ არჩევნებში დამარცხებას ვერ ეგუებიან და ამიტომ ცდილობენ ქართველებისთვის ყველაზე სენსიტიურ თემებს დაუპირისპირდნენ,“ - განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნატოში აშშ-ის ელჩი: აშშ-მა უკრაინისთვის ნატოს მიერ განხორციელებული შეიარაღების შესყიდვებიდან 6 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო
დავით ქართველიშვილი: კოლექტიური „ურსულა/კალასები” ქართულ მომაკვდავ რადიკალებს მორიგ გზავნილს უგზავნიან - სანამ თქვენ არ იქნებით ქვეყნის სათავეში, ჩვენს რუკებზე საქართველო არ გაჩნდება
ზაქარია წიკლაური: პეტერ ფიშერი იყო ელჩი, რომელიც არღვევდა როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს - თავად იყო პოლარიზაციის ინიციატორიც და აქტორიც
პეტერ მადიარი: უნგრეთი არ დაუჭერს მხარს ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ საზღვრის კვეთის შეზღუდვებს გასაწვევი ასაკის მქონე უკრაინელი მამაკაცებისთვის
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი გერმანია-რუსეთის ურთიერთობების აღდგენას და რუსული ენერგომატარებლების დაბრუნებას ემხრობა
არქივი