Moody's-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 6.4%-მდე გააუმჯობესა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 30 ივნისი 2026, 21:06

Moody's-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 6.4%-მდე გააუმჯობესა.

სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა შეაფასა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და გააუმჯობესა პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე, ხოლო რეიტინგი კვლავ Ba2 დონეზე შეაფასა. აღნიშნულ რეიტინგს განაპირობებს საერთაშორისო გამოწვევების მიუხედავად არსებული ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური და ფისკალური პოზიცია. 

Moody’s-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მყარმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შეამსუბუქა გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან მომდინარე რისკები. ამასთან, დადებითად არის შეფასებული საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელება, რაც ხელს უწყობს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას და ეკონომიკას მეტად მდგრადს ხდის შოკების მიმართ.

სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 6.4%-ით, ხოლო 2027 წელს ზრდა მოსალოდნელია 5.5%-ზე. მთავრობის ვალი კი მოსალოდნელია, კვლავ შემცირდეს და მშპ-ის 30%-მდე ნიშნულს დაუახლოვდეს.

Moody’s აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები მოხმარება და ინვესტიციები იქნება, რაც ვალის გონივრულ მართვასთან ერთად ხელს შეუწყობს ფისკალურ სიჯანსაღეს. ზრდის ხელშემწყობად ასევე აღნიშნულია ტურიზმი, რაც მნიშვნელოვნად იზრდება და ხასიათდება ვიზიტორების დივერსიფიკაციით.

Moody’s ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კვანძის, სტრატეგიულ პოზიციას შუა დერეფანში, რაც ხელს უწყობს ვაჭრობის დივერსიფიკაციასა და ინვესტიციების მოზიდვას. ამასთან, სარეიტინგო კომპანია დადებითად აფასებს ფისკალური და მონეტარული კუთხით განხორციელებულ რეფორმებსა და ღონისძიებებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
გალტ & თაგარტის პროგნოზი: საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება
ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა
არქივი