დავით ქართველიშვილი: Moody’s-ის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და საერთაშორისო ნდობის ზრდაზე მიუთითებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
98 01 ივლისი 2026, 12:22

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზი „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გაუმჯობესდა.

ქართველიშვილის შეფასებით, სააგენტოს გადაწყვეტილება ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიგნალია. მისი თქმით, მიუხედავად რთული საერთაშორისო ვითარებისა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური რისკებისა, Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი Ba2 დონეზე შეინარჩუნა და ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას, სახელმწიფო ფინანსების სტაბილურობასა და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნების შესაძლებლობას.


საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის გადაწყვეტილება, საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზი „ნეგატიურიდან“ - „სტაბილურამდე“ გაეუმჯობესებინა, ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ სიგნალად იქცა. მიუხედავად რთული საერთაშორისო ვითარებისა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური რისკებისა, სააგენტომ ქვეყნის რეიტინგი Ba2 დონეზე შეინარჩუნა და ამავე დროს ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას, სახელმწიფო ფინანსების სტაბილურობასა და ქვეყნის უნარს, განვითარების მაღალი ტემპი შეინარჩუნოს. საერთაშორისო ინვესტორებისთვის მსგავსი შეფასებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენს კაპიტალდაბანდების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთ მთავარ ორიენტირს.

Moody’s-ის პოზიტიური შეფასება შემთხვევითი არ არის. იგი სრულად ეხმიანება მსოფლიო ბანკის დასკვნებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა კვლავაც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ზრდის ტემპს ინარჩუნებს. ბანკის მონაცემებით, გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 7,5% შეადგინა, სახელმწიფო ვალი დაახლოებით მშპ-ის 34%-მდე შემცირდა, ხოლო საბანკო სისტემა მაღალი მდგრადობით გამოირჩევა. ყოველივე ეს აყალიბებს ქვეყნის იმიჯს, რომელმაც გლობალური გაურკვევლობისა და რეგიონული კრიზისების პირობებშიც კი შეძლო მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ეკონომიკური ზრდის საფუძველი სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება: ლოჯისტიკის, მშენებლობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მომსახურების სექტორის პარალელურად, ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად კვლავაც ტურიზმი რჩება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკვე 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შესაძლოა 5 მილიარდ დოლარს მიუახლოვდეს, რაც ქვეყნისთვის ისტორიული რეკორდი იქნება. საქართველოსადმი, როგორც ტურისტული და საინვესტიციო მიმართულებისადმი, მზარდი საერთაშორისო ინტერესის ფონზე, ეს დამატებით შესაძლებლობებს ქმნის კაპიტალის მოზიდვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის.

ამრიგად, Moody’s-ის პროგნოზის გაუმჯობესება, მსოფლიო ბანკის პოზიტიური შეფასებები და ტურიზმის სექტორში მოსალოდნელი რეკორდული მაჩვენებლები ერთიან სურათს ქმნის: საქართველო აგრძელებს საკუთარი რეპუტაციის განმტკიცებას, როგორც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი ეკონომიკა. მცირე ქვეყნისთვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ საერთაშორისო ნდობის ზრდას, არამედ გრძელვადიანი განვითარების, ინვესტიციების მოზიდვისა და ევრაზიის ეკონომიკურ რუკაზე საკუთარი პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერების მყარ საფუძველს”.- წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: კომიკურია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ირანში სამძიმარზე ჩადის და ეს მოვლენა ოპოზიციური მედიებისთვის საგანგებო მდგომარეობაა. თუმცა, როდესაც ირანში იმავე მიზნით ნიკოლ ფაშინიანი ჩადის, უცებ ყველაფერი მშვიდდება
დავით ქართველიშვილი: რაც გუშინ ბაბუცა პატარაიამ ამერიკის საელჩოში იკადრა, არის უკიდურესი შეურაცხყოფა როგორც ამერიკის, ასევე ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თითოეული ამერიკელის და საელჩოს ყველა წარმომადგენლის
თეა წულუკიანი „ლელოს“ წევრს „ქართული ოცნების“ დეპუტატის შეურაცხყოფაზე: ბატონი თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში. ანტიქართველური და სამარცხვინო გამოხდომა. შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული, საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგათ ყელზე, შემთხვევით? სააკაშვილის გამოყენებულები, ესენი
დავით ჩიხელიძე: დარწმუნებული ვარ, დავით საყვარელიძემ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს მსგავსი განცხადებების გაკეთება, ვფიქრობ, იგი შეგნებულად ცდილობს საზოგადოებას რეალური საფრთხე სიკეთედ წარმოუჩინოს და დაარწმუნოს, თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ძალების განლაგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის
ჯაბა ხუბუა: ჩვენთვის, ვინც სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან უთანასწორო ომი გადავიხადეთ, სამართლიანობისათვის მებრძოლი ქართველი დედის სიმბოლო - ირინა ენუქიძეა, ნაცლიბერალურმა სექტამ წარყვნა და კარიკატურად გადააქცია ქართველი დედის სახე, რომელიც დღეს მარიზი კობახიძის დონემდეა დეგრადირებული
არქივი