მამუკა მდინარაძე: აგენტურული დავალებების შესრულებაში ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული იყო მიხეილ სააკაშვილი, ის დღეს ეპრანჭება თავის პატრონებს და ცდილობს, მათ დაუმტკიცოს, რომ ისევ გააჩნია იმდენი გავლენა, რომ მასზე გააკეთონ არჩევანი, სინამდვილეში საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ძალების მოსინჯვასთან, პატრონებთან გაპრანჭვასთან და აგენტურული ძალაუფლების გადანაწილებასთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 01 ივლისი 2026, 15:06

„ნაცმოძრაობის“ ლიდერი, მათი მმართველობის დროს, იყო სანიმუშო შემსრულებელი დავალებებისა. ამ ქვეყანაში აგენტურული ჯგუფებიდან ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული იყო მიხეილ სააკაშვილი აგენტურული დავალებების შესრულებაში და ამიტომ მას თავისი როლი რჩება და განსაკუთრებული როლია ეს არამხოლოდ მის პარტიაში, არამედ ე.წ. ოპოზიციურ ფლანგზე, სინამდვილეში აგენტურულ ჯგუფებში, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის დღეს ეპრანჭება თავის პატრონებს.

„ცდილობს, მათ დაუმტკიცოს, რომ ისევ გააჩნია იმდენი გავლენა, რომ მასზე გააკეთონ არჩევანი. მისი ეს გამოხტომები მხოლოდ ამას ემსახურება. იქ ჩვენ არ უნდა დავიჯეროთ რაღაც სიგიჟეები, რასაც ისინი ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ შიდა გადანაწილებაა ოპოზიციურ ველზე, ეს ყველაფერი მოჩვენებითია, მსგავსი არაფერი ხდება. რა თქმა უნდა, პიროვნული მომენტები იქნება და საკუთარი ეგო განსაკუთრებული ამბიციის მქონე აგენტებს სძალავთ ხოლმე, ამისი გამოხატულებაცაა ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ძალების მოსინჯვასთან, პატრონებთან გაპრანჭვასთან და აგენტურული ძალაუფლების გადანაწილებასთან, ეს უნდა გავათვითცნობიეროთ“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზელენსკი: რუსეთი ამაღამ მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას ამზადებს
ალან პერსელი: მჯერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგად უგებენ ერთმანეთს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენი საერთო სწრაფვაა. შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
პრემიერი: ათწლეულების განმავლობაში, საქართველო აშშ-ის ერთგული, სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი იყო, მიუხედავად ბოლო წლებში წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევის მეშვეობით
ტრამპმა დაზვერვის სამსახურს დაავალა გაასაჯაროოს თითქმის ყველაფერი, ვიდრე ის ამ თანამდებობას იკავებს
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ სტრატეგიული მოთმინებით შეგვიძლია დაველოდოთ იმას, თუ როდის გააცნობიერებს ბრიუსელი, რომ საქართველოსთან დიალოგი არა მხოლოდ საქართველოსთვის სჭირდებათ, არამედ ევროპული მომავლისთვის არის საჭირო და ეს საერთო ინტერესში შედის
არქივი