დავით ჩიხელიძე: დარწმუნებული ვარ, დავით საყვარელიძემ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს მსგავსი განცხადებების გაკეთება, ვფიქრობ, იგი შეგნებულად ცდილობს საზოგადოებას რეალური საფრთხე სიკეთედ წარმოუჩინოს და დაარწმუნოს, თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ძალების განლაგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 01 ივლისი 2026, 15:47
დავით საყვარელიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს აქვს შანსი, მიაღწიოს აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოში, როგორც უსაფრთხოების გარანტს, ხოლო ირანთან შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა ლოგისტიკურ ცენტრად იქცეს, პროვოკაციულია და პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. 

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, საყვარელიძემ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს მსგავსი განცხადებების გაკეთება და შეგნებულად ცდილობს საზოგადოებას რეალური საფრთხე სიკეთედ წარმოუჩინოს და დაარწმუნოს, თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ძალების განლაგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის.

მისივე შეფასებით, საყვარელიძე  იმ პოლიტიკურ სეგმენტს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში უფრო აქტიური ჩართვის მომხრეა.

„დავით საყვარელიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს აქვს შანსი, მიაღწიოს აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოში, როგორც უსაფრთხოების გარანტს, ხოლო ირანთან შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა ლოგისტიკურ ცენტრად იქცეს, პროვოკაციულია და პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას.

საყვარელიძე ამტკიცებს, რომ საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას გაზრდის, რაც აბსურდი არის,  საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგება ქვეყანას დაცულს კი არა, უფრო მაღალი საფრთხის მქონე სახელმწიფოდ აქცევს. ამის მაგალითი ახლო წარსულში ვნახეთ. ირანსა და აშშ-ს შორის დაპირისპირების დროს ირანის სამიზნე სწორედ ის ქვეყნები გახდნენ, სადაც ამერიკული სამხედრო ობიექტები იყო განთავსებული. თავდასხმები მხოლოდ სამხედრო ბაზებით არ შემოფარგლულა,  საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც. ეს არის რეალობა, რომელსაც ვერავინ უარყოფს და ვერც პოლიტიკური განცხადებებით შეცვლის.
შესაბამისად, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება ვინმემ საქართველოსთვის ასეთ სცენარს უსაფრთხოების გარანტია უწოდოს. თუ მსოფლიოში დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა, საქართველოში ამერიკული ბაზების არსებობა ავტომატურად გაზრდის იმის ალბათობას, რომ საქართველოც სამხედრო სამიზნედ იქცეს. მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენი  მდებარეობა ქვეყანას ადვილად მიღწევად ობიექტად აქცევს. ასეთ პირობებში საუბარი იმაზე, რომ ეს ყველაფერი საქართველოს უსაფრთხოებას გააძლიერებს,  ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული.

დარწმუნებული ვარ, დავით საყვარელიძემ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს მსგავსი განცხადებების გაკეთება,  ვფიქრობ, იგი შეგნებულად ცდილობს საზოგადოებას რეალური საფრთხე სიკეთედ წარმოუჩინოს და დაარწმუნოს, თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ძალების განლაგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის.
საყვარელიძე  იმ პოლიტიკურ სეგმენტს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში უფრო აქტიური ჩართვის მომხრეა. მან თავადაც განაცხადა, რომ საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ამერიკული სამხედრო შენაერთების განლაგება ოცნებაა და ასეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. რეალურად  სახელმწიფოსთვის მთავარი ოცნება მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება უნდა იყოს და არა ის, რომ ქვეყანა დიდი სახელმწიფოების სამხედრო დაპირისპირების ნაწილად იქცეს.
საყვარელიძის აღნიშნული განცხადება არაფრით განსხვავდება იმ გზავნილებისგან, რომლებიც წარსულშიც მოგვისმენია და რომლებიც, სრულად ჯდება იმ ნარატივში, რომლის შედეგიც საქართველოს სამხედრო ესკალაციაში ჩათრევა შეიძლება იყოს. როდესაც ასეთი მძიმე თემები განიხილება, პოლიტიკოსებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რადგან ერთი დაუფიქრებელი ან მიზანმიმართულად გაკეთებული   განცხადება  საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ემსახურება.“ - წერს ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ მეტრეველი: კომიკურია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ირანში სამძიმარზე ჩადის და ეს მოვლენა ოპოზიციური მედიებისთვის საგანგებო მდგომარეობაა. თუმცა, როდესაც ირანში იმავე მიზნით ნიკოლ ფაშინიანი ჩადის, უცებ ყველაფერი მშვიდდება
დავით ქართველიშვილი: რაც გუშინ ბაბუცა პატარაიამ ამერიკის საელჩოში იკადრა, არის უკიდურესი შეურაცხყოფა როგორც ამერიკის, ასევე ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თითოეული ამერიკელის და საელჩოს ყველა წარმომადგენლის
თეა წულუკიანი „ლელოს“ წევრს „ქართული ოცნების“ დეპუტატის შეურაცხყოფაზე: ბატონი თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში. ანტიქართველური და სამარცხვინო გამოხდომა. შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული, საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგათ ყელზე, შემთხვევით? სააკაშვილის გამოყენებულები, ესენი
დავით ქართველიშვილი: Moody’s-ის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და საერთაშორისო ნდობის ზრდაზე მიუთითებს
ჯაბა ხუბუა: ჩვენთვის, ვინც სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან უთანასწორო ომი გადავიხადეთ, სამართლიანობისათვის მებრძოლი ქართველი დედის სიმბოლო - ირინა ენუქიძეა, ნაცლიბერალურმა სექტამ წარყვნა და კარიკატურად გადააქცია ქართველი დედის სახე, რომელიც დღეს მარიზი კობახიძის დონემდეა დეგრადირებული
არქივი