„ქართული სიმღერის ოჯახური ტრადიცია" - ინგა ბერაძისა და გიგი გეგელაშვილის საზაფხულო ტურნე რეგიონებში დაიწყო. მუსიკოსების კონცერტებს მცხეთამ, გორმა, ხაშურმა და თიანეთმა უმასპინძლა. საღამოებზე ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი მელოდიები გაჟღერდა, ღონისძიებებმა სრული ანშლაგით ჩაიარა. ტურნე კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ჩატარდა.