თავმჯდომარის არჩევა და არჩევნები ხდება წევრების მიერ და ახლა უთხრეს, რომ თუ გინდათ მონაწილეობის მიღება, მაშინ გადაიხადეთ, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ეს ნიშნავს ზუსტად იმ მიდგომას, რაც ზოგადად ჰქონდა სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და შემდგომ, როდესაც გადავიდა ოპოზიციაში.
„ეს ნიშნავს ზუსტად იმ მიდგომას, რაც ზოგადად ჰქონდა სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და შემდგომ, როდესაც გადავიდა ოპოზიციაში. ეს არის კლასიკური სახე, თუ რატომ უნდა გაუქმდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც აგენტურული ქსელი საქართველოში“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
„ნაცობა“ ფასიანი ხდება. პარტიაში გაწევრება, სავარაუდოდ, ხუთი ან ათი ლარიდან დაიწყება. პარტიაში ცვლილებებზე მუშაობენ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |