მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ სტრატეგიული მოთმინებით შეგვიძლია დაველოდოთ იმას, თუ როდის გააცნობიერებს ბრიუსელი, რომ საქართველოსთან დიალოგი არა მხოლოდ საქართველოსთვის სჭირდებათ, არამედ ევროპული მომავლისთვის არის საჭირო და ეს საერთო ინტერესში შედის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
94 01 ივლისი 2026, 19:47

ჩვენ სტრატეგიული მოთმინებით შეგვიძლია დაველოდოთ იმას, თუ როდის გააცნობიერებს ბრიუსელი, რომ საქართველოსთან დიალოგი არა მხოლოდ საქართველოსთვის სჭირდებათ, არამედ ევროპული მომავლისთვის არის საჭირო და ეს საერთო ინტერესში შედის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, იმ დრომდე, სანამ ბრიუსელი გააცნობიერებს, რამდენად სჭირდება საქართველო, ჩვენი ქვეყანა აგრძელებს კავშირების გაფართოებას სხვადასხვა ქვეყანასთან.

„ევროკავშირთან საქართველოს აქვს ძალიან მტკიცე და სოლიდური საფუძველი ურთიერთობების. ჩვენს ურთიერთობას, რა თქმა უნდა, სჭირდება მომავალში განვითარება, მაგრამ ამას ორივე მხარისგან სჭირდება ნება. საქართველოს ყოველთვის აქვს განსაზღვრული ეს სტრატეგიული მიმართულება და ჩვენ სტრატეგიული მოთმინებით შეგვიძლია დაველოდოთ იმას, თუ როდის გააცნობიერებს ბრიუსელი, რომ საქართველოსთან დიალოგი არა მხოლოდ საქართველოსთვის სჭირდებათ, არამედ ევროპული მომავლისთვის არის საჭირო და ეს საერთო ინტერესში შედის.

თუმცა, ჩვენ ამის შესაძლებლობა და დრო გვაქვს, რომ დაველოდოთ, ვიდრე ის ადამიანები, ვინც არიან ვალდებული, რომ გააცნობიერონ და იზრუნონ საგარეო პოლიტიკაზე, იზრუნონ ევროკავშირის მომავალი კავშირების გაძლიერებაზე სხვადასხვა მიმართულებით, ამაზე დაფიქრდებიან და გააცნობიერებენ.

მანამდე ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე გასაკეთებელი, ძალიან ბევრი მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი კავშირები, რაც არა მხოლოდ საქართველოს ინტერესებშია და საქართველოსთვის იქნება სიკეთის მომტანი, არამედ საერთო ევროპული ინტერესიც არის ეს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ალან პერსელი: მჯერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგად უგებენ ერთმანეთს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენი საერთო სწრაფვაა. შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
პრემიერი: ათწლეულების განმავლობაში, საქართველო აშშ-ის ერთგული, სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი იყო, მიუხედავად ბოლო წლებში წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევის მეშვეობით
ტრამპმა დაზვერვის სამსახურს დაავალა გაასაჯაროოს თითქმის ყველაფერი, ვიდრე ის ამ თანამდებობას იკავებს
გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: თავმჯდომარის არჩევა და არჩევნები ხდება წევრების მიერ და ახლა უთხრეს, რომ თუ გინდათ მონაწილეობის მიღება, მაშინ გადაიხადეთ
Reuters: რუსეთი საწვავის დეფიციტის გამო ინდოეთიდან ბენზინის იმპორტს იწყებს
არქივი