ალან პერსელი: მჯერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგად უგებენ ერთმანეთს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენი საერთო სწრაფვაა. შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 01 ივლისი 2026, 20:55

სამ ათწლეულზე მეტია, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ქართველ ხალხთან და ქართულ ინსტიტუტებთან, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა საელჩოში, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის განუყოფელი ნაწილია ხალხთაშორისი კავშირები, რაც წლების განმავლობაში საელჩოს უპირველესი პრიორიტეტი იყო.

„ქართველები და ამერიკელები მხარდამხარ შრომობდნენ ორივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ამის უახლესი მაგალითია გასულ კვირას ჩვენი შეხვედრა ფოთში, სადაც ოფიციალურად გამოცხადდა ახალი საზღვაო პორტის გაფართოების პროექტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ჩვენი პარტნიორობის განუყოფელი ნაწილია ხალხთაშორისი კავშირები, რაც წლების მანძილზე საელჩოს უპირველესი პრიორიტეტი იყო. ამერიკელებს გამორჩეულად უყვართ საქართველო, მე ამას ნამდვილად ვგრძნობ და მჯერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგად უგებენ ერთმანეთს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენი საერთო სწრაფვაა. შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მადლობას გიხდით პარტნიორობისთვის. ჩვენს ერთობლივ მიღწევებში არაფერია იმაზე თვალსაჩინო, ვიდრე ის მომენტები, როდესაც საქართველოს თავდაცვის ძალები და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები მხარდამხარ ასრულებდნენ ურთულეს მისიებს საზღვარგარეთ. მათმა სიმამაცემ ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დააახლოვა. ჩვენ უდიდესი მადლიერებით ვიხსენებთ იმ ქართველ და ამერიკელ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გაიღეს ამ საერთო სამსახურში - ეს არის მსხვერპლი, რომელიც მჭიდროდ აკავშირებს ჩვენს ერებს. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად შრომა. დაბადების დღეს გილოცავ, ამერიკა, და გაუმარჯოს საქართველოს“, - განაცხადა ალან პერსელმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ხშირად ვხვდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც არ ფიქრობენ ისე და არ იზიარებენ იმ პოზიციებს, რაც ჩვენ ბრიუსელის ინსტიტუტებიდან გვესმის
ელენე ხოშტარია კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს
ზელენსკი: რუსეთი ამაღამ მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას ამზადებს
პრემიერი: ათწლეულების განმავლობაში, საქართველო აშშ-ის ერთგული, სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი იყო, მიუხედავად ბოლო წლებში წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევის მეშვეობით
ტრამპმა დაზვერვის სამსახურს დაავალა გაასაჯაროოს თითქმის ყველაფერი, ვიდრე ის ამ თანამდებობას იკავებს
არქივი