ელენე ხოშტარია კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 01 ივლისი 2026, 21:57

კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, მსჯავრდადებული ელენე ხოშტარია კლინიკა “ვივამედში” იმყოფება. აღნიშნული ინფორმაცია “ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მედიას დაუდასტურა.

ხოშტარია დამატებით კვლევებს ექიმების, მაკა იოსელიანის და ანი ქავთარაძის მეთვალყურეობით გაივლის, შემდეგ კი მისი მკურნალობის პროცესი დაიწყება.

ცნობისთვის, ხოშტარიას კლინიკაში ეტაპირების გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ორი დღის წინ მიიღო, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. შესაბამისი განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც ელენე ხოშტარიას ექიმებთან - მაკა იოსელიანთან და ანი ქავთარაძესთან შეხვედრა დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
მაკა ბოჭორიშვილი: ხშირად ვხვდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც არ ფიქრობენ ისე და არ იზიარებენ იმ პოზიციებს, რაც ჩვენ ბრიუსელის ინსტიტუტებიდან გვესმის
ზელენსკი: რუსეთი ამაღამ მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას ამზადებს
ალან პერსელი: მჯერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგად უგებენ ერთმანეთს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენი საერთო სწრაფვაა. შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
პრემიერი: ათწლეულების განმავლობაში, საქართველო აშშ-ის ერთგული, სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი იყო, მიუხედავად ბოლო წლებში წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევის მეშვეობით
არქივი