მაკა ბოჭორიშვილი: ხშირად ვხვდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც არ ფიქრობენ ისე და არ იზიარებენ იმ პოზიციებს, რაც ჩვენ ბრიუსელის ინსტიტუტებიდან გვესმის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 01 ივლისი 2026, 22:00

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირში უფლებამოსილებების გადანაწილებასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიაზე ისაუბრა. კერძოდ, მინისტრი გამოეხმაურა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის კრიტიკას ევროკომისიის მიმართ, რომლის თანახმადაც ევროკომისია გასცდა მისთვის მინიჭებულ მანდატს.

მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უფლებამოსილებების განაწილების საკითხი წლების განმავლობაში განხილვის საგანია, ამასთან, სულ უფრო ხშირად ისმის კრიტიკა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის საქმიანობის მიმართ.

„ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არის ამაზე წუხილები და საუბრები, რომ უფრო მეტს აკეთებს ბრიუსელი, ვიდრე მას ამის უფლებამოსილება აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან მინიჭებული. მეორე მხრივ, ამ პროცესების მონაწილე არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მათი საქმეა, თუ როგორ გადაანაწილებენ საქმეს ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და თუ როგორი იქნება სუვერენული უფლებამოსილების ხაზები. ცხადია, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის საქმიანობით უკმაყოფილება ბევრი მიმართულებიდან ისმის, მათ შორის წევრი ქვეყნებიდანაც, ინსტიტუტებიდანაც და ვნახოთ, ეს არ არის ახალი პროცესი, მუდმივად ახასიათებს ბრიუსელს ასეთი განხილვები, თუმცა, რა თქმა უნდა, მეტი დამაჯერებლობისთვის უმჯობესი იქნებოდა, რომ საგარეო პოლიტიკაც იმ ჩარჩოებში იყოს ნაწარმოები, რაც ჩარჩოებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ განსაზღვრული და ძალიან მნიშვნელოვანია ესეც იყოს დაცული,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს შემთხვევაშიც იკვეთება განსხვავებები ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლების პოზიციებს შორის.

„ხშირად ვხვდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც არ ფიქრობენ ისე და არ იზიარებენ იმ პოზიციებს, რაც ჩვენ ბრიუსელის ინსტიტუტებიდან გვესმის,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ ამ კონტექსტში უნდა შეფასდეს ჯოზეფ ბორელის ბოლო განცხადებაც.

„ბორელმაც, ასე ვთქვათ, თამამი განცხადება გააკეთა სწორედ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენც ხშირად ვუყურებთ საქართველოსთან მიმართებაში,“ - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ელენე ხოშტარია კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს
ზელენსკი: რუსეთი ამაღამ მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას ამზადებს
ალან პერსელი: მჯერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგად უგებენ ერთმანეთს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენი საერთო სწრაფვაა. შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
პრემიერი: ათწლეულების განმავლობაში, საქართველო აშშ-ის ერთგული, სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი იყო, მიუხედავად ბოლო წლებში წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევის მეშვეობით
არქივი