პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 01 ივლისი 2026, 22:50

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა არასრულწლოვანი შვილები სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირეს და 2025 წლიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ. ბრალდებულები მათზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულ არასრულწლოვან შვილებს, როგორც ქუჩაში, ასევე კაფე-რესტორნებში, მოწყალების თხოვნას და ყვავილების გაყიდვას ავალებდნენ, ბავშვების მიერ შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ. ბრალდებულები ყოველდღიურად უწესებდნენ არასრულწლოვანებს შესაგროვებელი თანხის ოდენობას. თანხის შეგროვებამდე კი, როგორც ზაფხულის სიცხეში, ასევე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, მოწყალების თხოვნის შეწყვეტის და სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ.

უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნით ვაჭრობა-ტრეფიკინგი, არასრულწლოვნის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით დამნაშავეზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, ჩადენილი: ორი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ხშირად ვხვდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც არ ფიქრობენ ისე და არ იზიარებენ იმ პოზიციებს, რაც ჩვენ ბრიუსელის ინსტიტუტებიდან გვესმის
ელენე ხოშტარია კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს
ზელენსკი: რუსეთი ამაღამ მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას ამზადებს
ალან პერსელი: მჯერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგად უგებენ ერთმანეთს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენი საერთო სწრაფვაა. შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
პრემიერი: ათწლეულების განმავლობაში, საქართველო აშშ-ის ერთგული, სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი იყო, მიუხედავად ბოლო წლებში წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევის მეშვეობით
არქივი