საქართველოს უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 02 ივლისი 2026, 17:18

2026 წლის 2 ივლისს, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შავკატ მირზიოევის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან. ხელი მოეწერება სხვადასხვა სფეროში ხელშეკრულებებსა და ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ასევე, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პოეტ ალიშერ ნავოის მონუმენტის გახსნის ღონისძიებას დაესწრება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის სასამართლომ რამდენიმე პირი დააჯარიმა
გივი მიქანაძე: გაზრდილია მოთხოვნა იმ ფაკულტეტებზე, რომლებიც დეფიციტურ მიმართულებებად ითვლებოდა
ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ ერთი პირი დააკავა
მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, შავკატ მირზიოევთან პირისპირ შეხვედრა გამართა
მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის და საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
არქივი