საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის სასამართლომ რამდენიმე პირი დააჯარიმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 02 ივლისი 2026, 19:42

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს სამი საქმე განიხილა. ავთანდილ ბოჭორიშვილს, სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის ორიათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა. 1000 ლარით დაჯარიმდა ლერი აფრიდონიძე, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო გოჩა ლანჩავაც, რომელსაც 800-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ცაგერის რაიონული სასამართლომ ამირან ჭიღვარიას საქმე განიხილა, შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მოსამართლემ მას ორიათასლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტზე, პროცესი გაიმართა თელავის რაიონულ სასამართლოშიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლემ მოქალაქე მამუკა ქინქლაძე სამართალდამრღვევად ცნო და 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გივი მიქანაძე: გაზრდილია მოთხოვნა იმ ფაკულტეტებზე, რომლებიც დეფიციტურ მიმართულებებად ითვლებოდა
ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ ერთი პირი დააკავა
მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, შავკატ მირზიოევთან პირისპირ შეხვედრა გამართა
მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის და საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უზბეკეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
არქივი