გიგა ავალიანის დედა: პროკურატურა სამართლიანად იბრძვის ჩემთან ერთად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 03 ივლისი 2026, 17:44

პროკურატურა სამართლიანად იბრძვის ჩემთან ერთად, - განაცხადა „ქრონიკასთან“ გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ.

ეკა კუპატაძე ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიასთვის ბრალდების წარდგენას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს.

„მე ველოდებოდი მუხლის გადაკვალიფიცირებას და პროკურატურამ დიახ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით. შვილმკვდარ დედას და მით უმეტეს სადისტურად შვილმოკლულ დედას, არაფერი აძლევს შვებას, მაგრამ, ოდნავ მაინც თუ შეიძლება ცოტა შვილის წინაშე მართალი იყო, სწორედ ეს არის, რომ პროკურატურა სამართლიანად იბრძვის ჩემთან ერთად“, - აღნიშნა კუპატაძემ.

როგორც ცნობილია, გიორგი მალანია 1 ივლისს დააკავეს. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ მას ბრალად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა. თუმცა, დღეს პროკურატურამ გიორგი მალანიას ბრალდება გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე წარუდგინა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, დღეიდან, დაცვის პოლიცია სამგზავრო მატარებლებში მგზავრთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს
სომხური მედიის ცნობით, საზღვარგარეთ მცხოვრებ სომხეთის მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება ეზღუდებათ
პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შაჰინი, უილსონი და უორენი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვენ, სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღოს
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები „ლაგი კაპიტალის” მფლობელებს 10-10 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
არქივი