შაჰინი, უილსონი და უორენი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვენ, სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 03 ივლისი 2026, 18:53

აშშ-ის სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ელიზაბეთ უორენმა, ასევე კონგრესმენმა ჯო უილსონმა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ორპარტიული წერილით მიმართეს და სირიის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოღებას სთხოვენ. ინფორმაციას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს.

კანონმდებლების განცხადებით, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ სირიისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს. მათი შეფასებით, ქვეყნისთვის ამ სტატუსის შენარჩუნება ეკონომიკური აღდგენის, ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია.

წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ სირიის აღნიშნული სიიდან ამოღება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებსაც შეესაბამება, რადგან ეს პასუხისმგებლიანი ამერიკული და მოკავშირე ქვეყნების ინვესტიციებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის და ამავდროულად სირიის დამოკიდებულებას რუსეთზე, ჩინეთსა და ირანზე შეამცირებს.

ამასთან, კანონმდებლები ხაზს უსვამენ, რომ სიის დატოვება არ ნიშნავს სირიის ხელისუფლებისთვის მოთხოვნების გაუქმებას. მათი თქმით, ოფიციალურმა დამასკომ უნდა გააგრძელოს პროგრესი ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა რუსეთის სამხედრო ყოფნის შემცირება, ქვეყნის სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის ძალაუფლების უფრო ფართო განაწილება და ქალების სრულფასოვანი მონაწილეობა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

გასულ თვეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც ასადის მმართველობის პერიოდში დაწესებული სანქციების გაუქმებას ითვალისწინებს, თუმცა ძალაში ტოვებს მექანიზმებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დამრღვევებისა და სხვა მავნე აქტორების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას იძლევა.

„ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ და სირიის ახალმა ხელისუფლებამ ქვეყანაში ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით ვალდებულებების შესრულების მზადყოფნა არაერთხელ დაადასტურეს. მიუხედავად იმისა, რომ სირიას ჯერ კიდევ აქვს პროგრესი მისაღწევი სხვადასხვა მიმართულებით, ამერიკული კანონმდებლობით ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის შენარჩუნების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს და ეს სტატუსი მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება ადმინისტრაციისა და კონგრესის მიზნისთვის, სირიას წარმატების შესაძლებლობა მიეცეს“, - წერენ კანონმდებლები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, დღეიდან, დაცვის პოლიცია სამგზავრო მატარებლებში მგზავრთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს
სომხური მედიის ცნობით, საზღვარგარეთ მცხოვრებ სომხეთის მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება ეზღუდებათ
პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გიგა ავალიანის დედა: პროკურატურა სამართლიანად იბრძვის ჩემთან ერთად
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები „ლაგი კაპიტალის” მფლობელებს 10-10 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
არქივი