ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს ტყის ხანძარს ებრძვიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 04 ივლისი 2026, 20:45

ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს ტყის ხანძარს ებრძვიან, – ამის შესახებ ესპანური სააგენტო წერს.

როგორც მედია წერს, ხანძარმა უკვე გაანადგურა 2 300 ჰექტარი. ღამის განმავლობაში ხანძრის ქრობის პროცესში დაახლოებით 500 მეხანძრე მონაწილეობდა.

ბარსელონას ჩრდილოეთით გაჩენილი ხანძარი გავრცელდა ეროვნული პარკის ტერიტორიაზეც, ასევე დაიწვა ერთი საცხოვრებელი.

დაშავებულები არ არიან.

ხანძრის გამო მიმდებარე შვიდი მუნიციპალიტეტის დაახლოებით 12 ათას მცხოვრებს ურჩიეს, დარჩნენ საკუთარ სახლებში, ფანჯრები დახურონ და სპეციალური მითითების გარეშე არ სცადონ ხანძრის ზონის დატოვება. სახანძრო-სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ თვითნებური ევაკუაცია სერიოზულ საფრთხეს შეიცავს, რადგან ადამიანები შესაძლოა, გზაზე ცეცხლის ალყაში მოექცნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
5 ივლისს მასწავლებლის გამოცდები დაიწყება
რომის პაპი – 4 ივლისის ისტორიული თარიღი გვაძლევს შესაძლებლობას, დავფიქრდეთ ერის დამფუძნებელ პრინციპებზე იმ იმედით, რომ ამერიკა ერთგული დარჩება ოცნების, რომელმაც მას თავისუფლების მიწის ტიტული მოუტანა
ანტონიო გუტიერეშმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ალი ხამენეის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა
მიხეილ სააკაშვილი – „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი თუ არამთავარი მიღწევა არის უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა, მათ არ ამძიმებთ ხელისუფლებაში ყოფნის წარსული ტვირთი, ასეთებია სანიკიძე, ფავლენიშვილი, ფარულავა, იგორ ნარმანია
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, დღეიდან, დაცვის პოლიცია სამგზავრო მატარებლებში მგზავრთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს
არქივი