რომის პაპმა ლეო XIV-მ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, ამერიკელებს მიგრანტების მიღებისა და დაცვისკენ მოუწოდა. ამ თემაზე კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი წერილში საუბრობს, რომელიც აშშ-ში იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე ვიზიტის დროს გაგზავნა.
ლამპედუზა პოპულარული მიმართულებაა იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც ევროპაში ხმელთაშუა ზღვის გავლით მიემგზავრებიან. კუნძულზე ვიზიტისას რომის პაპმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ მიგრანტების დასახმარებლად.
გარდა ამისა, აშშ-ისადმი მიმართვაში რომის პაპმა აღნიშნა, რომ სიცოცხლის დაცვის კათოლიკური ღირებულება „მიგრანტების მიღებას, დაცვასა და დახმარებას“ მოიცავს.
„მიგრანტების მოწყალებითა და გულუხვობით მიღება არა მხოლოდ ქველმოქმედების აქტია, არამედ თითოეული ადამიანის თანდაყოლილი ღირსების აღიარებაც“, - აღნიშნავს პაპი მიმართვაში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |