93
05 ივლისი 2026, 18:34
მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება.
ამ ეტაპზე, კოჯორში 3 ქუჩას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია და ამორტიზებული გზა ახალმა, ორფენიანი ასფალტით დაფარულმა გზამ ჩაანაცვლა.
სამუშაოები განხორციელდა:
- აზეულას ქუჩაზე;
- ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე;
- წყაროს ქუჩაზე;
ბოლო ეტაპის სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურა აბაშიძესთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, გაეცნო.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საგზაო ინფრასტრუქტურა საერთო ჯამში 10 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, ასევე, მოეწყო ბორდიურიც.
სამუშაოები, რომლებიც გამგეობის კონტრაქტორმა შპს „პარმამ“ შეასრულა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 400 000 ლარით დაფინანსდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |