ეკა სეფაშვილი: გაკვირვებული ვარ იმით, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტს რეზოლუციაში არ აქვს ნახსენები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების, მონიტორინგის, ფინანსური და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 05 ივლისი 2026, 18:35

ყველა ქვეყნის წინაშე დგას უსაფრთხოების ისეთი პრობლემა, როგორიცაა საფრთხეები დემოკრატიის განვითარებისთვის და ადამიანის უფლებები, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა ჰააგაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

სეფაშვილი გაკვირვებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტს არ აქვს ნახსენები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების, მონიტორინგის, ფინანსური და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება.

„გაკვირვებული ვარ იმით, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტს რეზოლუციაში არ აქვს ნახსენები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების, მონიტორინგის, ფინანსური და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება მაშინ, როდესაც ამაზე საუბარი უნდა იყოს ნებისმიერ რეზოლუციასა და მოხსენებაში.

მინდა ყურადღება გავამახვილო ამ ანგარიშის მე-20 პარაგრაფზე, სადაც საუბარია ე.წ. მოსკოვის მექანიზმზე და ის შეიცავს ბევრ არასწორ ინფორმაციას, როდესაც საუბარია დემოკრატიის უკუსვლაზე, ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ყველა ამ მაჩვენებლით სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებსა და რეიტინგებში ხაზგასმულია, რომ საქართველო კარგ პოზიციაზეა.

მოვუწოდებ ანგარიშის ავტორს და ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ასეთი სახის მოხსენებებზე, გამოიჩინონ უფრო მეტი სიფრთხილე ასეთი დოკუმენტების მომზადებისას“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვაზისუბანში, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს ასამბლეაზე ოკუპაციის პრობლემატიკასა და „მოსკოვის მექანიზმის“ უზუსტობებზე ისაუბრა
გზების კეთილმოწყობა კოჯორში
გიორგი გამსახურდია სააკაშვილზე: იგორ გიორგაძე აფინანსებდა, პუტინზე ხან ლამაზი თვალები აქვსო იძახდა, ხან ჩემი დიდი მეგობარიაო. რისი მიყიდვაც შეიძლებოდა, ყველაფერი რუსებს მიყიდა და ესენი სხვას ეძახიან რუსებს?
ჯეი დი ვენსი: გაერთიანებულ სამეფოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 6 პრემიერი შეიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიტანულ პოლიტიკაში რაღაც პრობლემებია
არქივი