ირაკლი კირცხალია - ისინი პირველი, ვისაც და რასაც ებრძვიან, არიან ავტორიტეტები იმ ქვეყნებში, რომელი ქვეყანაც სურთ, რომ დაიმორჩილონ და გახადონ თავისი მართული და პროქსი სახელმწიფო და დაიმონონ ხელისუფლება და ხალხი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 06 ივლისი 2026, 15:56

ისინი პირველი, ვისაც და რასაც ებრძვიან, არიან ავტორიტეტები იმ ქვეყნებში, რომელი ქვეყანაც სურთ, რომ დაიმორჩილონ და გახადონ თავისი მართული და პროქსი სახელმწიფო და დაიმონონ ხელისუფლება და ხალხი იმ ქვეყანაში, სადაც მათ ეს სურთ, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაზე საუბრისას.

მისი თქმით, საპატრიარქოსთან მიმართებით ევრობიუროკრატების რიტორიკა არ არის გასაკვირი და ამას მტკიცებაც არ სჭირდება, ვინაიდან ანალოგიურ განცხადებებს ისინი არც პირდაპირ ეთერებში ერიდებიან.

„არც არის ზედმეტი მტკიცება და დასტური საჭირო, საზოგადოება ამას ხედავს პირდაპირ ეთერში და მოწოდებებიდან გამომდინარე, უტევდნენ, უტევენ და შეუტევენ, მაგრამ ეს ძალიან კონტრპროდუქტიულია მათთვის. მათი ასეთი ქმედებების შედეგად ვხედავთ შემდეგ იმ პასუხს საზოგადოების მხრიდან. საპატრიარქოც, ხელისუფლებაც, საზოგადოებაც და ჩვენი ქვეყანაც ყოველთვის იქნება თავაწეული, მოწოდების სიმაღლეზე და დაიცავს თავის ღირსებას, სარწმუნოებას და იდენტობას“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასა და დახურული შეხვედრების დეტალებზე „იმედის კვირის“ ექსკლუზიურ ინტერვიუში დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ისაუბრა. თქვა, რომ ეკლესიას ევროპიდან ლგბტ პროპაგანდაში დახმარებას სთხოვდნენ. საქართველოში ამ მოთხოვნით, ბელგიის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი იყო ჩამოსული. ბრიუსელში კი შეხვედრა გაიმართა ანდიურს კუბილიუსთან და რასა იუკნევიჩეინესთან. მათ საქართველოს საპატრიარქოსგან უარი მიიღეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მახაშვილი: ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის, მაშინ, როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გაცილებით მკაცრი FARA-ს კანონი
ლადო სადღობელაშვილი - FARA-ს რეესტრი ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირს ამ კომპანიასთან, რომელიც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია რეზოლუციის მთავარ დირიჟორთან - ჯო უილსონთან!
ტრამპი ბალოგუნის დისკვალიფიკაციის გაუქმებაზე: მე ფიფას გადახედვა ვთხოვე, ეს მსაჯი ცოტათი საეჭვო პიროვნებაა, დარღვევა არ ყოფილა - მე ვარ ადამიანი, რომელსაც სპორტი უყვარს, თავადაც კარგი ათლეტი ვიყავი და სპორტი ძალიან კარგად მესმის
სემეკი შპს „მამედის“ მიერ სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისთვის სმს შეტყობინების სახით გაგზავნილ ცრუ შეტყობინებას ეხმიანება
ედიშერ გვენეტაძე: სამართლიანად იქცევა ხელისუფლება და მართლმადიდებლური ეკლესია, როდესაც საზოგადოების წინაშე საჯაროდ გამოაქვს ის ქმედებები, რომლის განხორციელებასაც ლგბტ-ს ევრობიუროკრატი პატრონები აპირებდნენ საპატრიარქოში
არქივი