თუ ლგბტ პროპაგანდაში არ დაეხმარება მათ ეკლესია, რუსეთის აგენტად გამოგაცხადებენ, - აღნიშნული დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის კვირისთვის“ მიცემული ინტერვიუს შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
მამა ანდრია „იმედის კვირის“ მიერ აღნიშნულ თემაზე მომზადებულ ექსკლუზიურ ინტერვიუს აზიარებს.
„წლების განმავლობაში არ გაგვიმხელია ეს გაუგონარი ამბავი, რომ ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში დამატებით არ გამოგვეწვია შფოთი, მაგრამ გვაიძულეს, რადგან ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეკლესია დაადანაშაულეს რუსეთის სასარგებლო ქმედებაში. არადა, 2019 წლიდან ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ მათი ნაბიჯები მათსავე საქმეს აფუჭებდა. რა გამოდის? თუ ლგბტ პროპაგანდაში არ დაეხმარება მათ ეკლესია, რუსეთის აგენტად გამოგაცხადებენ“, - წერს მამა ანდრია.
საქმე ეხება ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობებს. საქართველოში ამ მოთხოვნით ბელგიის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი იყო ჩამოსული. ბრიუსელში კი შეხვედრა გაიმართა ანდიურს კუბილიუსთან და რასა იუკნევიჩეინესთან.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |