სემეკი შპს „მამედის“ მიერ სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისთვის სმს შეტყობინების სახით გაგზავნილ ცრუ შეტყობინებას ეხმიანება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
80 06 ივლისი 2026, 17:58

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება გაზგამანაწილებელი კომპანიის შპს „მამედის“ მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისათვის გაგზავნილ სმს შეტყობინებას ბუნებრივი გაზის ტარიფთან დაკავშირებით.

სემეკი აცხადებს, რომ შპს „მამედის“ მიერ მოსახლეობისათვის გაგზავნილი სმს შეტყობინება, თითქოს მიმდინარე წლის 6 ივლისიდან ბუნებრივი გაზის გადასახადს მოსახლეობა მიიღებს კომერციული ტარიფით (1.29 ლარი/კუბ.მ), არის სრული სიცრუე და წარმოადგენს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.

სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობა ბუნებრივი გაზის გადასახადს გადაიხდის სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით, 47 თეთრი.მ.კუბ (დღგ-ს ჩათვლით).

სემეკი შეახსენებს დაინტერესებულ საზოგადოებას, შპს „მამედის” მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მამედის” ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების თაობაზე. აქვე, სემეკი განმარტავს, რომ შპს „მამედის” ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმება არ გამოიწვევს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხებას. მომხმარებლები ბუნებრივ გაზს მიიღებენ უწყვეტად, სემეკის მიერ მოსახლეობისათვის დადგენილი ტარიფით (47 თეთრი/კუბ.მ).

გაზგამანაწილებელი კომპანიის „მამედის” ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების საფუძველია სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა. კერძოდ, შპს „მამედი” არ იხდიდა შესყიდული გაზის დაგროვილ დავალიანებას. ამასთანავე, მიუხედავად სემეკის მიერ დადგენილი ტარიფისა, შპს „მამედი“ მომხმარებლებს თვითნებურად არიცხავდა სემეკის მიერ დადგენილზე მაღალ ტარიფს (57 თეთრი/კუბ.მ დღგ-ის ჩათვლით), რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მახაშვილი: ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის, მაშინ, როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გაცილებით მკაცრი FARA-ს კანონი
ლადო სადღობელაშვილი - FARA-ს რეესტრი ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირს ამ კომპანიასთან, რომელიც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია რეზოლუციის მთავარ დირიჟორთან - ჯო უილსონთან!
ტრამპი ბალოგუნის დისკვალიფიკაციის გაუქმებაზე: მე ფიფას გადახედვა ვთხოვე, ეს მსაჯი ცოტათი საეჭვო პიროვნებაა, დარღვევა არ ყოფილა - მე ვარ ადამიანი, რომელსაც სპორტი უყვარს, თავადაც კარგი ათლეტი ვიყავი და სპორტი ძალიან კარგად მესმის
ედიშერ გვენეტაძე: სამართლიანად იქცევა ხელისუფლება და მართლმადიდებლური ეკლესია, როდესაც საზოგადოების წინაშე საჯაროდ გამოაქვს ის ქმედებები, რომლის განხორციელებასაც ლგბტ-ს ევრობიუროკრატი პატრონები აპირებდნენ საპატრიარქოში
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: წლების განმავლობაში არ გაგვიმხელია ეს გაუგონარი ამბავი, მაგრამ გვაიძულეს, რადგან ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეკლესია დაადანაშაულეს რუსეთის სასარგებლო ქმედებაში
არქივი