ტრამპი ბალოგუნის დისკვალიფიკაციის გაუქმებაზე: მე ფიფას გადახედვა ვთხოვე, ეს მსაჯი ცოტათი საეჭვო პიროვნებაა, დარღვევა არ ყოფილა - მე ვარ ადამიანი, რომელსაც სპორტი უყვარს, თავადაც კარგი ათლეტი ვიყავი და სპორტი ძალიან კარგად მესმის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 06 ივლისი 2026, 19:21

ოვალურ კაბინეტში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფოლარინ ბალოგუნისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

„მე ადამიანი ვარ, რომელსაც სპორტი უყვარს, თავადაც კარგი ათლეტი ვიყავი და სპორტი ძალიან კარგად, მართლაც ძალიან კარგად მესმის“, - ამბობს ის.

„ეს დარღვევა არ ყოფილა... ეს იყო ორი ფეხბურთელი, რომლებიც სრული სისწრაფით მიიწევდნენ და შემთხვევით შეეჯახნენ ერთმანეთს. არ შეიძლება, უბრალოდ აიღო ფეხი და მიზანმიმართულად დააბიჯო სხვას... ეს ორი შესანიშნავი ათლეტი იყო, რომლებიც უბრალოდ ერთმანეთს შემოეხლართნენ. დიახ, მე ფიფას გადახედვა ვთხოვე“, - აღნიშნა ტრამპმა.

„ეს მსაჯი ცოტათი საეჭვო პიროვნებაა. თუ მის წარსულს შეამოწმებთ... არ მინდა ამაზე საუბარი, რადგან არ მიყვარს სკანდალების შექმნა, მაგრამ, მაგრამ ძალიან საეჭვოა“, - განაცხადა მან.

მან ასევე ბალოგუნს „ჩვენი საუკეთესო მოთამაშე“ უწოდა.

„არ ვფიქრობ, რომ ეს დარღვევა იყო“, - დასძინა მან და ფიფა „მართლაც ბრწყინვალე გადაწყვეტილებისთვის“ შეაქო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მახაშვილი: ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის, მაშინ, როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გაცილებით მკაცრი FARA-ს კანონი
ლადო სადღობელაშვილი - FARA-ს რეესტრი ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირს ამ კომპანიასთან, რომელიც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია რეზოლუციის მთავარ დირიჟორთან - ჯო უილსონთან!
სემეკი შპს „მამედის“ მიერ სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისთვის სმს შეტყობინების სახით გაგზავნილ ცრუ შეტყობინებას ეხმიანება
ედიშერ გვენეტაძე: სამართლიანად იქცევა ხელისუფლება და მართლმადიდებლური ეკლესია, როდესაც საზოგადოების წინაშე საჯაროდ გამოაქვს ის ქმედებები, რომლის განხორციელებასაც ლგბტ-ს ევრობიუროკრატი პატრონები აპირებდნენ საპატრიარქოში
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: წლების განმავლობაში არ გაგვიმხელია ეს გაუგონარი ამბავი, მაგრამ გვაიძულეს, რადგან ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეკლესია დაადანაშაულეს რუსეთის სასარგებლო ქმედებაში
არქივი