ლადო სადღობელაშვილი - FARA-ს რეესტრი ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირს ამ კომპანიასთან, რომელიც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია რეზოლუციის მთავარ დირიჟორთან - ჯო უილსონთან!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 06 ივლისი 2026, 20:01

 თუ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა პოლიტიკური შეფასებების პლატფორმად გადაიქცევა და არა ობიექტური სტანდარტების დამცველ ინსტიტუტად, საბოლოოდ ყველაზე მეტად თავად ეუთოს ავტორიტეტი დაზიანდება, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

ის ეხმიანება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერას და აღნიშნავს, რომ ასეთი სახის „პროექტები” სხვა არაფერია თუ არა ინსტიტუტის ინსტრუმენტალიზაცია ანალიტიკოსის ინფორმაციით, საგამონაკლისო წესის გავრცელება მაინცდამაინც საქართველოზე იმიტომ ხდება, რომ საქმეში ჩართულია ლობისტური კომპანია Nelson Mullins, რომელიც “ნაცმოძრაობის” მოკავშირეა, თავის მხრივ კი, აღნიშნული პარტია “რეზოლუციის მთავარ დირიჟორთან” - ჯო უილსონთან პირდაპირ კავშირშია.

„საერთაშორისო პლატფორმების ობიექტურობა იქ მთავრდება, სადაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ლობისტური ინტერესები იწყება. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუციის პროექტი სწორედ ამის ნათელი მაგალითია. ასეთი სახის „პროექტები” სხვა არაფერია თუ არა ინსტიტუტის ინსტრუმენტალიზაცია. როდესაც ერთსა და იმავე სტანდარტს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად იყენებენ, ეს უკვე პრინციპების დაცვა აღარ არის, ეს შერჩევითი პოლიტიკა. ორმაგი სტანდარტები - გადახედეთ ეუთო-ს წევრი ქვეყნების ბოლო ათი არჩევნების ანგარიშებს, ბევრ მათგანში მასშტაბური დარღვევები დაფიქსირდა, თუმცა არცერთი გამხდარა ასეთი აკვიატებული, წლობით გაწერილი თავდასხმის ობიექტი. რატომ ხდება საგამონაკლისო წესის გავრცელება მაინცდამაინც საქართველოზე? იმიტომ რომ საქმეში ჩართულია ლობისტური კომპანია კერძოდ Nelson Mullins! დაუდასტურებელი ბრალდებების ტირაჟირება სრულიად ლოგიკურ ახსნას პოულობს ოფიციალურ დოკუმენტებში. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის FARA-ს რეესტრი ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირს ლობისტურ კომპანიასთან, რომელიც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია რეზოლუციის მთავარ დირიჟორთან - ჯო უილსონთან! როდესაც რეზოლუციის ტექსტი ფაქტების ნაცვლად კონკრეტული პარტიის მიერ დაქირავებული ლობისტების ნარატივს იმეორებს, ის კარგავს ყოველგვარ ლეგიტიმურობას და თავად ეუთო-ს რეპუტაციას აყენებს დარტყმის ქვეშ. ცალკეული შესწორებები ამ დოკუმენტს ვერ უშველის, ის სრულად უარყოფას იმსახურებს. საერთაშორისო ორგანიზაციების ძალა მათ მიუკერძოებლობაშია. როგორც კი ეს ნდობა იკარგება, მათი რეზოლუციებიც ფასს კარგავენ!” - წერს ლადო სადღობელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მახაშვილი: ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის, მაშინ, როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გაცილებით მკაცრი FARA-ს კანონი
ტრამპი ბალოგუნის დისკვალიფიკაციის გაუქმებაზე: მე ფიფას გადახედვა ვთხოვე, ეს მსაჯი ცოტათი საეჭვო პიროვნებაა, დარღვევა არ ყოფილა - მე ვარ ადამიანი, რომელსაც სპორტი უყვარს, თავადაც კარგი ათლეტი ვიყავი და სპორტი ძალიან კარგად მესმის
სემეკი შპს „მამედის“ მიერ სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისთვის სმს შეტყობინების სახით გაგზავნილ ცრუ შეტყობინებას ეხმიანება
ედიშერ გვენეტაძე: სამართლიანად იქცევა ხელისუფლება და მართლმადიდებლური ეკლესია, როდესაც საზოგადოების წინაშე საჯაროდ გამოაქვს ის ქმედებები, რომლის განხორციელებასაც ლგბტ-ს ევრობიუროკრატი პატრონები აპირებდნენ საპატრიარქოში
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: წლების განმავლობაში არ გაგვიმხელია ეს გაუგონარი ამბავი, მაგრამ გვაიძულეს, რადგან ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეკლესია დაადანაშაულეს რუსეთის სასარგებლო ქმედებაში
არქივი