62
06 ივლისი 2026, 21:42
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, როგორ აიძულოს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ჩაერთოს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
„ვერ ვიწინასწარმეტყველებ, რა უნდა მოხდეს, რომ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. ვფიქრობ, ამ ოთახში ვერავინ იწინასწარმეტყველებს. რთულია ამ ადამიანის გონებაში ჩახედვა“, - განაცხადა რუტემ ორშაბათს ანკარაში, ნატოს სამიტის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.
„რაც შეეხება სამშვიდობო პროცესს, ცხადია, ტანგოს საცეკვაოდ ორი პარტნიორია საჭირო. ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, ნებისმიერ ფორმატში დასხდეს პუტინთან ამ საშინელი ომის მოსაგვარებლად. და ცხადია, აქამდე პუტინმა უარი განაცხადა“, - დასძინა რუტემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |