.სომხეთში პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
15 06 ივლისი 2026, 22:35

"აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით სომხეთში პაკდააკავეს.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებულია მონაცემები, რომ 2022–2024 წლებში წარუკიანის მიერ ორგანიზებულმა ჯგუფმა განახორციელა მასშტაბური ფინანსური დანაშაული, რომელიც მოიცავს თაღლითობას, საბაჟო დოკუმენტების გაყალბებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას.

საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, სავარაუდო ზარალი დაახლოებით 21 მილიონ დოლარს აღემატება.

„მათ მიზანმიმართულად გააყალბეს საბაჟო დეკლარაციები და სხვა ოფიციალური დოკუმენტები და მოპარული ქონება გადამალეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიების მიხედვით, ცალკე ეპიზოდში საუბარია საწვავის იმპორტთან დაკავშირებულ თაღლითურ სქემაზეც, რომლის შედეგადაც დაახლოებით 934 000 დოლარის უკანონო შემოსავალი იყო მიღებული. წარუკიანთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი, ხოლო კიდევ ერთ ეჭვმიტანილზე ძებნაა გამოცხადებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯანი ინფანტინო: დიახ, მე ნამდვილად მივიღე ზარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან
ნატოს გენერალური მდივანი: ვერ ვიწინასწარმეტყველებ, რა უნდა მოხდეს, რომ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს
ლევან მახაშვილი: ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის, მაშინ, როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გაცილებით მკაცრი FARA-ს კანონი
ლადო სადღობელაშვილი - FARA-ს რეესტრი ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირს ამ კომპანიასთან, რომელიც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია რეზოლუციის მთავარ დირიჟორთან - ჯო უილსონთან!
ტრამპი ბალოგუნის დისკვალიფიკაციის გაუქმებაზე: მე ფიფას გადახედვა ვთხოვე, ეს მსაჯი ცოტათი საეჭვო პიროვნებაა, დარღვევა არ ყოფილა - მე ვარ ადამიანი, რომელსაც სპორტი უყვარს, თავადაც კარგი ათლეტი ვიყავი და სპორტი ძალიან კარგად მესმის
არქივი