შალვა პაპუაშვილი: კანდიდატი ქვეყნები უნდა განიხილებოდნენ გაფართოების პროცესის მონაწილეებად და არა მის ობიექტებად. ევროკავშირს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების მიმართ გაწევრიანების „მოწყალებას“ გაიღებს ან არა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
82 07 ივლისი 2026, 16:35

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ძალისხმევის კოორდინაციაში კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებიც ჩაერთონ. მართალია, მოლაპარაკებებს მთავრობები აწარმოებენ, მაგრამ სწორედ პარლამენტები ანიჭებენ ევროპულ ინტეგრაციას დემოკრატიულ ლეგიტიმაციას. საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩემს კოლეგებს რამდენიმე გზავნილს გავუზიარებ,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მსოფლიოში არსებული ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა ევროკავშირისგან გაფართოებისადმი ახალი მიდგომის ჩამოყალიბებას მოითხოვს. მისი თქმით, დროა ევროკავშირი სერიოზულად მიუდგეს მის მიერვე დამკვიდრებულ და აწ უკვე გაცვეთილ მეტაფორას, რომ „ტანგოს ორი სჭირდება“.

,,პირველი, ევროკავშირის გაფართოება ევროპის მომავალი სტრატეგიული სიცოცხლისუნარიანობის მიღწევის მთავარი საშუალებაა. მსოფლიოში არსებული ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა, გლობალური კონკურენცია და ძალთა განაწილების ცვლილება ევროკავშირისგან გაფართოებისადმი ახალი მიდგომის ჩამოყალიბებას მოითხოვს. ათწლეულების განმავლობაში „ციხესიმაგრე ევროპის“ კონცეფციის შენარჩუნება, რაც გაფართოების გარეშე განვითარებას გულისხმობს, დღეს ქმედითი არჩევანი აღარ არის. ჩვენი შეხვედრის სათაური - „ევროპის მომავლის ერთობლივად ჩამოყალიბება“ - ზუსტად ასახავს ამ განწყობას: კანდიდატი ქვეყნები უნდა განიხილებოდნენ გაფართოების პროცესის მონაწილეებად და არა მის ობიექტებად. ევროკავშირს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების მიმართ გაწევრიანების „მოწყალებას“ გაიღებს ან არა. პირიქით, დროა ევროკავშირი სერიოზულად მიუდგეს მის მიერვე დამკვიდრებულ და აწ უკვე გაცვეთილ მეტაფორას, რომ „ტანგოს ორი სჭირდება“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომზე: ეს ევროპაზე გაცილებით მეტად მოქმედებს, ეს აშშ-ზე არ მოქმედებს, ჩვენ შორის ოკეანეა, თუმცა ეს ხოცვა-ჟლეტა უნდა შეწყდეს
ლევან მაჭავარიანი გიორგი შარაშიძეს: თქვენი გუნდის წევრებს პოლიტიკის მიღმა ზოგს არაკაცად, არაქართველად და არაქალაქელად იცნობენ, ზოგს კი საერთოდ არ იცნობენ, ხოლო თქვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, სხვა უამრავ სამარცხვინო საქციელთან ერთად, იმითაც გიცნობენ, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს დადექით
ტრამპი: ნატოს სამიტი თურქეთში რომ არ ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას არ მივიღებდი
ირაკლი კირცხალია: რატომ გაიგივდა სიტყვა ღალატი გახარიასთან, გახარიელობასა და გახაროიდებთან? - გარე დავალებების შესრულების ხარისხი, ამაზრზენობის ხარისხი, იმ ადამიანის ღალატი, ვინც თავად გახარია კაცად აქცია, მთავარი - საკუთარი ქვეყნის ღალატი, პროვოკატორობის ხარისხი
სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე ანა ბრნავიჩი: ჩვენ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ გვჯერა - შეგვიძლია ვიყოთ ერთმანეთის ნამდვილი პარტნიორები და მხარდამჭერები. შეგვიძლია ვისწავლოთ ერთმანეთისგან და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება
არქივი