ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტში ვიყავი და ბატონ პაპუაშვილს შევხვდი. ბევრი რამ გავიგე - არა მხოლოდ მასთან საუბრისას, არამედ პრეზიდენტ, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრების დროსაც. ბევრი რამ გავიგე ჩვენს ურთიერთობებზე, იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია სხვადასხვა ფორმატში უკეთ ვითანამშრომლოთ, ერთმანეთისგან მეტი ვისწავლოთ და ერთმანეთს უფრო მეტად დავეხმაროთ, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა.
როგორც მან აღნიშნა, სერბეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფ სხვა ქვეყნებთან კარგი თანამშრომლობის განვითარება
„ბატონმა სტეფანჩუკმა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა: ჩვენ კონკურენტები კი არა, პარტნიორები უნდა ვიყოთ. რუსლან, ეს სიმართლეა და შესანიშნავი სურვილია. თუმცა, სამწუხაროდ, ამის განხორციელება რთულია. დასავლეთ ბალკანეთში ჩვენ ყოველთვის გაყოფილები ვიყავით. ხშირად ვაკეთებდით იმას, რასაც სხვები გვკარნახობდნენ, როგორც თითქოს სწორ გადაწყვეტილებას, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი რამ სათანადოდ ვერ გავაცნობიერეთ — რამდენად მნიშვნელოვანია, თავად როგორ ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან. ეს, შესაძლოა, ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს. სწორედ ამიტომ ყოველთვის ვაძლევდით სხვებს საშუალებას, რომ ჩვენ დავენაწევრებინეთ; ეთქვათ: „ესენი უკეთესები არიან, ისინი — უარესები“. სწორედ ამიტომ ჩემი მიდგომა გარკვეულწილად განსხვავებულია და დღეს სწორედ ამაზე ვისაუბრებ. ამ საკითხზე არაერთხელ მისაუბრია ბატონ ზელენსკისთანაც.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფ სხვა ქვეყნებთან კარგი თანამშრომლობის განვითარება. როგორც სერბეთის პრეზიდენტისთვის, ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ შესანიშნავი ურთიერთობები გვქონდეს მოლდოვასთან, საქართველოსთან და, რა თქმა უნდა, უკრაინასთან. გვინდა განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები და ამავე დროს, ევროპული ინტეგრაციის გზაზე ერთმანეთის გამოცდილებიდან ვისწავლოთ“, - აღნიშნავს ალექსანდარ ვუჩიჩი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |