ლევან მაჭავარიანი გიორგი შარაშიძეს: თქვენი გუნდის წევრებს პოლიტიკის მიღმა ზოგს არაკაცად, არაქართველად და არაქალაქელად იცნობენ, ზოგს კი საერთოდ არ იცნობენ, ხოლო თქვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, სხვა უამრავ სამარცხვინო საქციელთან ერთად, იმითაც გიცნობენ, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს დადექით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 07 ივლისი 2026, 19:45

როდესაც წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ხარვეზებით გამოგდის, სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას თავად იწყებ, ამის შემდეგ მინიმუმ ეთერებში ტირილით არ უნდა დადიოდე. ან, თუ მაინც ტირი, ისიც უნდა ახსენო, რომ მანდატურებმა წრე შემოგარტყეს, დაგიცვეს და გადაგეფარნენ, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, გახარიას პარტიის წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც აღნიშნა, რომ რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, „არც კაცურია, არც ქართულია, არც ქალაქურია“.

მაჭავარიანის თქმით, საქართველოში კაცად, ქართველად და ქალაქელად რომ გიცნობდნენ, ამისთვის შესაბამისი ცხოვრების წესია საჭირო, ხოლო, გახარიას გუნდს, სხვა უამრავ სამარცხვინო საქციელთან ერთად, იმითაც იცნობენ, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს დადგნენ.

„ჩვენს ქვეყანაში, კაცად, ქართველად და ქალაქელად რომ გიცნობდნენ, ამისთვის შესაბამისი ცხოვრების წესია საჭირო. პოლიტიკის მიღმაც უნდა გიცნობდნენ - შენი წარსული და დღევანდელი საქციელებით, და არა ეთერებში ტირილით.

თქვენი გუნდის წევრებს პოლიტიკის მიღმა ზოგს არაკაცად, არაქართველად და არაქალაქელად იცნობენ, ზოგს კი საერთოდ არ იცნობენ.

ხოლო თქვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, სხვა უამრავ სამარცხვინო საქციელთან ერთად, იმითაც გიცნობენ, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს დადექით…“, - წერს ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომზე: ეს ევროპაზე გაცილებით მეტად მოქმედებს, ეს აშშ-ზე არ მოქმედებს, ჩვენ შორის ოკეანეა, თუმცა ეს ხოცვა-ჟლეტა უნდა შეწყდეს
ტრამპი: ნატოს სამიტი თურქეთში რომ არ ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას არ მივიღებდი
ირაკლი კირცხალია: რატომ გაიგივდა სიტყვა ღალატი გახარიასთან, გახარიელობასა და გახაროიდებთან? - გარე დავალებების შესრულების ხარისხი, ამაზრზენობის ხარისხი, იმ ადამიანის ღალატი, ვინც თავად გახარია კაცად აქცია, მთავარი - საკუთარი ქვეყნის ღალატი, პროვოკატორობის ხარისხი
სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე ანა ბრნავიჩი: ჩვენ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ გვჯერა - შეგვიძლია ვიყოთ ერთმანეთის ნამდვილი პარტნიორები და მხარდამჭერები. შეგვიძლია ვისწავლოთ ერთმანეთისგან და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება
ალექსანდარ ვუჩიჩი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფ სხვა ქვეყნებთან კარგი თანამშრომლობის განვითარება. როგორც სერბეთის პრეზიდენტისთვის, ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ შესანიშნავი ურთიერთობები გვქონდეს მოლდოვასთან, საქართველოსთან და, რა თქმა უნდა, უკრაინასთან
არქივი