ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომზე: ეს ევროპაზე გაცილებით მეტად მოქმედებს, ეს აშშ-ზე არ მოქმედებს, ჩვენ შორის ოკეანეა, თუმცა ეს ხოცვა-ჟლეტა უნდა შეწყდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 07 ივლისი 2026, 20:40

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივებთან დაკავშირებით ოპტიმიზმი გამოხატა, მიუხედავად იმისა, რომ ამავდროულად აღნიშნა, რომ კონფლიქტთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა.

ანკარაში, სადაც ნატოს სამიტი იმართება, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე, ტრამპმა განაცხადა, რომ გუშინ „ძალიან კარგი საუბარი“ ჰქონდა ვლადიმირ პუტინთან და ასევე ესაუბრა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის.

„ვფიქრობ, ორივეს სურს შეთანხმების მიღწევა. სამწუხაროა, რომ ამდენი დრო დასჭირდა, მაგრამ მგონია, რომ იქნება... რაღაც გამოვა“, - განაცხადა ტრამპმა.

„მათ [პუტინსა და ზელენსკის] ორივეს უნდა, რომ ეს ახლა მოგვარდეს... მგონია, რომ ამას მოვაგვარებთ. იმედია, მალე“, - დასძინა მან.

როდესაც ჰკითხეს, შეიცვალა თუ არა რამე, რამაც ეს მოსაზრება გაუჩინა, მათ შორის იყო თუ არა პუტინი რაიმე დათმობისთვის მზად, აშშ-ის ლიდერმა თქვა: „არაფერი შეცვლილა“.

„უბრალოდ არ მინდა, რომ ადამიანებს კლავდნენ“, - დასძინა ტრამპმა.

„ეს ჩვენზე არ მოქმედებს... ეს ევროპაზე გაცილებით მეტად მოქმედებს. ჩვენ იქ ვართ, რომ დავეხმაროთ ევროპას, მაგრამ ეს შეერთებულ შტატებზე არ მოქმედებს. ჩვენ შორის ოკეანეა. მაგრამ, იცით, უბრალოდ ვერ ვიტან იმის ყურებას, რაც ხდება“, - თქვა ტრამპმა.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნანახი აქვს კონფლიქტის ველების ამსახველი ფოტოები და აღნიშნა, რომ „ხალხი ვერ დაიჯერებდა, რამდენად სასტიკია ეს“.

„მსგავსი არაფერი მინახავს. ეს ხოცვა-ჟლეტაა და ეს უნდა შეწყდეს“, - განაცხადა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დანიის პრემიერი მოკავშირეებს მოუწოდებს, პატივი სცენ დანიის სუვერენიტეტს და აღიარონ, რომ გრენლანდია არ იყიდება
უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: შეშფოთება იზრდება, ვინაიდან ზელენსკი სანქციებს კრიტიკოსებისა და ყოფილი მოკავშირეების დასასჯელ ინსტრუმენტად აქცევს
ლევან მაჭავარიანი გიორგი შარაშიძეს: თქვენი გუნდის წევრებს პოლიტიკის მიღმა ზოგს არაკაცად, არაქართველად და არაქალაქელად იცნობენ, ზოგს კი საერთოდ არ იცნობენ, ხოლო თქვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, სხვა უამრავ სამარცხვინო საქციელთან ერთად, იმითაც გიცნობენ, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს დადექით
ტრამპი: ნატოს სამიტი თურქეთში რომ არ ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას არ მივიღებდი
ირაკლი კირცხალია: რატომ გაიგივდა სიტყვა ღალატი გახარიასთან, გახარიელობასა და გახაროიდებთან? - გარე დავალებების შესრულების ხარისხი, ამაზრზენობის ხარისხი, იმ ადამიანის ღალატი, ვინც თავად გახარია კაცად აქცია, მთავარი - საკუთარი ქვეყნის ღალატი, პროვოკატორობის ხარისხი
არქივი