უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: შეშფოთება იზრდება, ვინაიდან ზელენსკი სანქციებს კრიტიკოსებისა და ყოფილი მოკავშირეების დასასჯელ ინსტრუმენტად აქცევს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 07 ივლისი 2026, 21:26

7 ივლისს, როდესაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა ყოფილ კანონმდებელს, ბორისლავ ბერეზას, ბევრს გაუჩნდა კითხვა: რა აკავშირებდა მას რუსეთთან ან რა საფრთხეს უქმნიდა ის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას, თუ საერთოდ აკავშირებდა რამე? - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.

ბერეზას საჯაროდ არასდროს გამოუხატავს რუსეთისადმი რაიმე სახის სიმპათია და მთელი თავისი კარიერის განმავლობაში პროდასავლელ პოლიტიკოსად და ბლოგერად რჩებოდა.

სანქციები, რომლებიც უკრაინამ 2014 წელს რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ შემოიღო, თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც მოსკოვთან და მის მარიონეტებთან ბრძოლის ინსტრუმენტი.

ეს სანქციები აუცილებლად მიიჩნეოდა, რადგან რუსი ჩინოვნიკები და უკრაინიდან გაქცეული პრორუსული განწყობის პირები უკრაინული მართლმსაჯულებისთვის მიუწვდომელნი იყვნენ. ექსპერტები თანხმდებიან, რომ რუსეთის მოქალაქეებისა და კრემლის მოკავშირეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კვლავაც რჩება რუსული აგრესიის აღკვეთის მნიშვნელოვან მეთოდად.

თუმცა, კრემლის საწინააღმდეგო სანქციების გარდა, ზელენსკი სულ უფრო ხშირად იყენებს სანქციებს უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ - ეს არის სამართლებრივად საეჭვო პრაქტიკა, რომელიც, ექსპერტების აზრით, შესაძლოა კრიტიკოსებისა და ოპონენტების დასასჯელ საშუალებად იქცეს.

მათგან ბევრი არ არის პრორუსული და მათი ერთადერთი „დანაშაული“, როგორც ჩანს, ზელენსკის ადმინისტრაციისადმი ოპოზიციურ განწყობაში მდგომარეობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ შეთანხმება თუ ხელშეკრულება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, იმთავითვე ბათილია
დანიის პრემიერი მოკავშირეებს მოუწოდებს, პატივი სცენ დანიის სუვერენიტეტს და აღიარონ, რომ გრენლანდია არ იყიდება
ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომზე: ეს ევროპაზე გაცილებით მეტად მოქმედებს, ეს აშშ-ზე არ მოქმედებს, ჩვენ შორის ოკეანეა, თუმცა ეს ხოცვა-ჟლეტა უნდა შეწყდეს
ლევან მაჭავარიანი გიორგი შარაშიძეს: თქვენი გუნდის წევრებს პოლიტიკის მიღმა ზოგს არაკაცად, არაქართველად და არაქალაქელად იცნობენ, ზოგს კი საერთოდ არ იცნობენ, ხოლო თქვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, სხვა უამრავ სამარცხვინო საქციელთან ერთად, იმითაც გიცნობენ, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს დადექით
არქივი