ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: აუდიტორიამ უნდა იცოდეს, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება მოხდა სახელმწიფოთა უმცირესობის მიერ - დოკუმენტში წერია მხოლოდ ბრალდებებზე, თუმცა, მტკიცებულებები ვერ მოიძებნა. დოკუმენტი შეადგინა ერთმა ექსპერტმა, რომელიც საქართველოს მხოლოდ 72 საათით სტუმრობდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 07 ივლისი 2026, 22:48

აუდიტორიამ უნდა იცოდეს, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება მოხდა სახელმწიფოთა უმცირესობის მიერ და ეუთოს მონაწილე ბევრმა სახელმწიფომ არ დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას, მათ შორის ესპანეთმა, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, რომელიც ჰააგაში მიმდინარებს.

მან აღნიშნა, რომ აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ ერთი ექსპერტის მიერ არის შედგენილი, რომელიც საქართველოში მხოლოდ 72 საათით იმყოფებოდა.

„დოკუმენტში წერია მხოლოდ ბრალდებებზე, თუმცა, მტკიცებულებები ვერ მოიძებნა. დოკუმენტი შეადგინა ერთმა ექსპერტმა, რომელიც საქართველოს მხოლოდ 72 საათით სტუმრობდა. მოგიწოდებთ, რომ წაშალოთ სიტყვა „საქართველო“ ამ აბზაციდან. რაც შეეხება 22-ე პუნქტს, აქაც მაშფოთებს, რომ ამ პუნქტში არ არის ნახსენები სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმები, რაც არაერთხელ აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის მიერ და საქართველოში თქვენი ბოლო ვიზიტისას. რაც შეეხება გამოძიების შესახებ მოწოდებას, გამოძიება უკვე დაწყებულია და რამდენიმე დამნაშავე პასუხისგებაში უკვე მიეცა. ობიექტურობისთვის ეს პუნქტები უნდა აისახოს ამ რეზოლუციაში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სესიაზე ერთ-ერთი გამომსვლელის მოთხოვნას, რომ გამკაცრდეს რეზოლუციის ტექსტი, რომლის კენჭისყრაც მიმდინარე სესიის ფარგლებში იგეგმება და რომელიც კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ არის ინიციირებული, სამხარაძემ ასე უპასუხა:

„ჩვენ ძალიან სახიფათო პრეცედენტს ვხედავთ ამ ასამბლეაზე, როცა ბრალდებებს ფაქტებად გარდაქმნიან. ეს ძირს გამოუთხრის ამ ორგანიზაციის სანდოობას, რაც უკვე არც ისე კარგ მდგომარეობაშია, ზოგიერთი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფონზე. კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ, არ მოხდეს მანიპულაცია და ერთი მისიის მიგნებები მეორეში არ ავურიოთ.“

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაია ბითაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: საქართველოს აკრიტიკებენ, გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო. კანონის, რომელიც ბევრ მონაწილე სახელმწიფოს აქვს თავის კანონმდებლობაში. იგივე ეხება საზოგადოებრივი წესრიგის ზომებს
მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ შეთანხმება თუ ხელშეკრულება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, იმთავითვე ბათილია
დანიის პრემიერი მოკავშირეებს მოუწოდებს, პატივი სცენ დანიის სუვერენიტეტს და აღიარონ, რომ გრენლანდია არ იყიდება
უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: შეშფოთება იზრდება, ვინაიდან ზელენსკი სანქციებს კრიტიკოსებისა და ყოფილი მოკავშირეების დასასჯელ ინსტრუმენტად აქცევს
არქივი