„ნაცმოძრაობის“ ყრილობა ივლისის ბოლოს ჩაინიშნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 08 ივლისი 2026, 15:01
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს გარდამავალ პერიოდს. შეიქმნება რეფორმატორთა საბჭოც. საბჭოს სააკაშვილი თავად უხელმძღვანელებს, აღმასრულებელ მდივნად ნანუკა ჟორჟოლიანს დანიშნავს - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ ნაწყვეტს ამ სტატუსიდან.

„დღეს, 8 ივლისს, ნაციონალური მოძრაობის ყველა თანამდებობის პირს უმთავრდება წესდებით დადგენილი უფლებამოსილება. ჩვენ უდიდესი მადლობა უნდა ვუთხრათ თითოეულ მათგანს, რადგან მათ ურთულეს პირობებში მოუწიათ მუშაობა. განსაკუთრებით მინდა მოვეფერო და მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს რეგიონებში - იქ იყო, არის და ყოველთვის იქნება მოძრაობის მთავარი ძალა და დაუმარცხებელი სულისკვეთება! ჩვენ ვართ დემოკრატიული მოძრაობა და ამ წესს აუცილებლად დავიცავთ, ამჯერად როტაციას არა ჩვეული წესით, არამედ სრულიად სხვა, ახალი გზით მოხდება.
ახლა მოძრაობა აცხადებს გარდამავალ პერიოდს. ჩვენ აქტიურად ვემზადებით ამ შიდაპარტიული რეფორმებისთვის. ამავდროულად, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა რეჟიმს არ მივცეთ რაიმე დამატებითი, ფორმალური საბაბი ჩვენს გასაუქმებლად. ამიტომ, ივლისის ბოლოს ჩაინიშნება ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებითი მართვის ორგანოს. დიქტატურის ჩარევის პირობებში, ერთადერთი, ვისი ფორმალური თანამდებობაც სოლიდარობის ნიშნად უნდა შევინარჩუნოთ, სანამ ის ციხეშია არის ჩვენი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი.
მე ვთავაზობ, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომელიც პრაქტიკულად ააშენებს ახალ პარტიას და დაკავდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფუნდამენტური გარდაქმნითა და ახალ საბრძოლო ფორმაში მოყვანით. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა და პარტიის წევრების გარდა, კარს ფართოდ გავუხსნით სხვებსაც.
ეს რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმდჯომარე მე ვიქნები, უნდა იქცეს მიზიდულობის ცენტრად და საზოგადოებრივ პლატფორმად, არა მხოლოდ პარტიული ადამიანებისთვის, არამედ იმ პროფესიონალებისა და პატრიოტებისთვის, რომლებიც აქამდე გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებდნენ. ამ საბჭოს მთავარი მიზანია, კიდევ ერთხელ თქვას ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში (რასაც ჩვენი მოძრაობა ყოველთვის აკეთებდა) და შექმნას თანამედროვე, ახალგაზრდული, სახალხო მოძრაობა.
პარტიამ აუცილებლად უნდა შექმნას ახალი სახეები. განახლებულ მოძრაობაში ერთგვარი პრიორიტეტი სწორედ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ, რათა მათ შემოიტანონ ახალი ენერგია. რეფორმატორთა საბჭო იქნება მთლიანად ჰორიზონტალური საბჭო, სადაც ყველა იქნება თანასწორი და დამოუკიდებელი.
ჩემთვის პირადად ეს ურთულესი პერიოდია. ციხეში ყოფნამ მე ამ ხალხთან, საზოგადოებასთან პირდაპირ ურთიერთობაში ხელი ძალიან შემიშალა. ამ წლების მანძილზე უამრავი ახალი, მაგარი ლიდერი გამოჩნდა, რომელსაც სამწუხაროდ ჯერ პირადად არ ვიცნობ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ნანუკა იყოს რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი. საბჭოსთან ერთად, სწორედ ის იქნება ჩემი მთავარი კავშირი ამ ხალხთან.
შემოდგომაზე რეფორმატორთა საბჭო გამოაცხადებს ფუნდამენტური გარდაქმნის გეგმას. მოძრაობა გახდება მაქსიმალურად ჰორიზონტალური, სადაც გადაწყვეტილებას მიიღებს ყველა წევრი და აქტიური მხარდამჭერი, ფორმალური თანამდებობების რაოდენობა მინიმუმამდე დავა და ყველა შიდა სტრუქტურა იქნება საყოველთაო კენჭისყრით არჩევადი და შეცვლადი“ - წერს სააკაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბაჩო ოდიშარია: თანამედროვე ქართულ პოეზიაში, იმაზე კომპლექსური, საინტერესო, მხიარული და ანალიტიკური შემოქმედი, ვიდრე ტარიელ ჭანტურიაა, მეორე არ მახსენდება - დღეს მგოსანმა მარადისობაში გადაინაცვლა
ნანუკა ჟორჟოლიანი - „რეფორმატორთა საბჭო" შეიქმნა პარტიისგან დამოუკიდებლად - - სააკაშვილმა გადაწყვიტა, ბრძოლაში მყოფებს უთხრას: ეს არის ჩემი ბრძოლის იარაღი, ამას გაძლევთ, რეფორმები განვახორციელოთ პარტიაში და შემდეგ ბრძოლაში გამოიყენეთ
დავით ქართველიშვილი: დღევანდელი ანკარა ორ გზას შორის არჩევანს ჰგავს - ერთი გზა მსოფლიოს შემდგომ მილიტარიზაციამდე მიდის, მეორე - დერეფნების მშენებლობისკენ. პირველი ქმნის ახალ გამყოფ ხაზებს, მეორე კი ახალ დამაკავშირებელ ხიდებს
ჯაბა ხუბუა: როგორც ჩამომხრჩვალის სახლში თოკი არ უნდა ახსენო, სწორედ ასე არ უნდა ლაპარაკობდეს ანაკლიის პორტის შესახებ ხაზარაძის პარტიის წევრი გრიგოლ გეგელია, რადგან ხაზარაძე ის კაცია, რომელმაც ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩააფლავა
დავით ზურაბიშვილი: სააკაშვილმა სტატუსი დადო, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ჩათ***ები ხართ, მაგრამ რაც მე შუქი და ნათელი მოვიტანე, იმას ვერაფერს უზამთო. სანამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულად იჯერებს ისტორიის ამ ვერსიას, მანამ გარანტირებული გვაქვს ბიძინას მარადიული მეუფება
არქივი