გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ „ჰააგის დეკლარაციის“ მიღებას, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს.
საქართველოს შესახებ რეზოლუციის - „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“ ინიციატორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.
„323 პარლამენტარი ეუთოს (OSCE) 57 წევრი სახელმწიფოდან 239 დამსწრე ჰააგის 33- ე სესიაზე (OSCE PA) 39 ხმით გატანილი ჯო უილსონის ცრუ და მიკერძოებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ წინასწარ დაწერილი და გათამაშებული სცენარი და სხდომის მერე ჩვენ დელეგაციასთან აქტიური კომუნიკაცია და სინანული! იფიქრებდი ადამიანი, თითქოს ჩვენ ვაიძულეთ დაედგათ და გაეთამაშებინათ ეს სცენარი. ესაა საერთაშორისო ორგანიზაციების დასუსტების მზარდი ტენდენციის სამწუხარო შედეგი“, - წერს ბითაძე.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |